ანორგაზმია მამაკაცებში (ორგაზმის არ ქონა)

ანორგაზმია მამაკაცებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, თუმცა მაინც გვხვდება და გამოიხატება ორგაზმის მიღწევის უნარის მკვეთრი დაქვეითებით ან არარსებობით.  ანორგაზმიის სინონიმია ორგაზმული კლიმაქსის დარღვევა, როდესაც მამაკაცი ეაკულაციას ვერ განიცდის, ამ მოვლენას ანეაკულაცია ეწოდება. როგორც წესი ეაკულაციასთან ასოცირებულია მამაკაცის ორგაზმი, თუმცა ორგაზმი ოდნავ უფრო ადრე იწყება ვიდრე ეაკულაცია.

ანორგაზმია მამაკაცებში უმეტესად გამოხატულია სქესობრივი კავშირის დროს,  ხოლო არაგენიტალური სტიმულაციის დროს შესაძლებელია არსებობდეს ეაკულაციაც და ორგაზმიც.  კაცების ანორგაზმიის აბსოლიტური უმეტესობა  (90 %) გამოწვეულია ფსიქოლოგიური ფაქტორებით, დანარჩენი პროცენტი ორგანული დარღვევებით.

მამაკაცები ხშირად განიცდიან შფოთვას სექსის შესრულების თვალსაზრისით, ამიტომ ზოგჯერ აქვთ ერექციის პრობლემები სექსის დროს, ზოგჯერ ერექციის ხანგრძლივობის, ზოგჯერ ორგაზმის მხრივ. დარღვევების ეს მიმდევრობა და სახეობები ემთხვევა სექსუალური რეაქციის ციკლს (აგზნება, პლატო, ორგაზმი, რეზოლუცია).

ორგაზმის დარღვევების ფსიქოლოგიურ მიზეზებს წარმოადგენს: ყოველდღიური ძლიერი სტრესი, წარსულში განცდილი სექსუალური წარუმატებლობა, ბავშვობაში მიღებული სექსთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ტრავმა,  წყვილს შორის ინტიმური და ემოციური ურთიერთობის პრობლემები, მონოტონური სექსუალური ურთიერთბა.

ორგაზმის დარღვევების სხვა მიზეზები:   წამლების გვერდითი ეფექტები მაგ, სედატივების გამოყენების შემთხვევაში, ალკოჰოლის მოხმარება, ქრონიკული ავადმყოფობები, ან ხანგრძლივი ავადმყოფობა,  ზურგის ტვინის დაზიანება (ძირითადად ხერხემლის ტრავმების დროს გვხვდება),  გაფანტული სკლეროზი, ტესტოსტერონის დაბალი დონე მამაკაცის ორგანიზმში, დიაბეტი და სხვა მძიმე სამედიცინო მდგომარეობები.

მკურნალობა ფსიქოლოგიურის შემთხვევაში ძირითადად წარმოადგენს სტრესის მართვას, ხოლო სხვა მდგომარეობების გამომწვევი მიზეზის მკურნალობა-მართვას.  ზოგ შემთხვევაშ გამოიყენება ტესტოსტერონის ტოპიკური გელები, როგორც ხელისშემწყობი ფაქტორი. ტესტოსტერონის მიღება კი სამედიცინო კუთხით გაუმართლებელია, თუ სამედიცინო ჩვენება არ არსებობს.

ანორგაზმიის ფსიქოლოგიური მკურნალობა –  ფსიქოლოგიური პრობლემის იდენტიფიცირება პაციენტის გამოკითხვით, შემდეგ ამ პრობლემის შესაბამისი გადაწყვეტა. სტრესის მართვა,  ფსიქოთერაპიები და ა.შ.

ფსიქოლოგიური ანორგაზმიის მკურნალობა წარმატებულია შემთხვევათა 65-85 %