პიგმალიონიზმი

პიგმალიონიზმი (მონუმენტოთერაპია, იკონოლაგნია) – ფეტიშიზმის სახეობაა, რომელიც შერწყმულია ვუაიერიზმთან, რომლის დროსაც ფეტიშის საგანი ადამიანის სხეულის გამოსახულებები (სურათები, ნახატები, სტატუეტები, ძეგლები). ფეტიშისტი იღებს სიამოვნებას მათთან შეხებით, მათი ყურებით და ა.შ.

ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ცნობილ მითს, რომელიც უკავშირდება პიგმალიონსა და გალატეას. პიგმალიონი კუნძულ კვიპროსის მეფე იყო. შეუყვარდა რა აფროდიტე, მან მარმარილოსგან გამოთალა მისი ქანდაკება და ქალღმერთს სთხოვა,ამ ქანდაკებისთვის შთაებერა სიცოცხლე. აფროდიტე შეძრა ასეთმა საქციელმა და ქანდაკება გააცოცხლა.

პიგმალიონიზმზე საუბარი მაშინაა, როცა ახალგაზრდა (იშვიათად მოზრდილი) ადამიანები დაკავებულნი არიან ონანიზმით, აღიგზნებიან სკულპტურების, ან ნახატების საშუალებით, რომლებზეც შიშველი ქალი, ან მამაკაცია გამოსახული. კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა ახალგაზრდა მამაკაცს აქვს მთელი ალბომი შიშველი ქალების სურათებით სავსე. ათვალიერებენ რა ამ სურათებს, ისინი ხშირად არიან ონანიზმით დაკავებულნი. ეს მდგომარეობა მართალია პათოლოგიის ზღვარზეა, მაგრამ მძიმე შედეგებს არ იძლევა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. თუმცა პიგმალიონიზმის ხანგრძლივი სტაჟის მქონე ადამიანებს სექსუალური ურთიერთობების დროს სერიოზული პრობლემები აქვთ. საქმე იმაშია, რომ ასეთი მამაკაცი მხედველობითი სტიმულაციით იგზნება, ანუ მას ასაგზნებად რამდენიმე შიშველი და ამავდროულად ლამაზი ქალის სურათი, შესაბამისად ერთი ქალის მიერ განხორციელებული სტიმულაცია არ იქნება საკმარისი. გარდა ამისა, ასეთ მამაკაცს აქვს შექმნილი იდეალური ქალის სახე, რომელიც იმ უამრავი ნანახი ლამაზი ქალების გაერთიანებით შექმნა, შესაბამისად არც ერთი მისთვის ნაცნობი ქალი არ შეესაბამება მის იდეალს, ამიტომაც ვერც ერთი იმათგანი ვერ ააგზნებს.

ბოლო დროს ილუსტრირებული ჟურნალების ფართოდა გავრცელებასთან დაკავშირებით (რომლებშიც ყოველ მეორე გვერდზე შიშველი ქალის ფოტოა),  იმატა პიგმალიონიზმის რაოდენობამ.