შიში სექსის დროს

სქესობრივი აქტის დროს მამაკაცები ხშირად განიცდიან ძლიერ სტრესს და შფოთვას სქესობრივი აქტის შესრულების შესახებ.  ეს მდგომარეობა  ცუდად აისახება მამაკაცის ერექციის ხარისხზე.  ამ შემთხვევაში სექსუალური დისფუნქციის მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს სექსის დროს ორგაზმზე ფოკუსირება.

ამ მდგომარეობის  სამკურნალო ტაქტიკა შეიმუშავეს მასტერსმა და ჯონსონმა (სექსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლები არიან).   მის თანახმად  აუცილებელია  წყვილმა სექსის დროს ფოკუსირება მოახდინოს არა ორგაზმზე,  როგორც სექსის მიზანზე, არამედ საკუთარ განცდებზე და შეგრძნებებზე სექსის დროს.

განცდებზე ფოკუსირების ტექნიკა მოიცავს ოთხ ეტაპს:

  • პირველი ეტაპი –  პარტნიორები ეხებიან და ეფერებიან ერთმანეთს სხეულზე, გამონაკლისს წარმოადგენს გენიტალიები და ქალის მკერდი. პარტნიორებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთის კანზე შეხებისგან სიამოვნების მიღება. პირველ ეტაპზე სწორედ ეს არის მთავარი  მიზანი. არ შეიძლება გენიტალიებზე შეხება, მათი სტიმულაცია, არც კოიტუსი (უშუალოდ სქესობრივი აქტი);
  • მეორე ეტაპი –  წყვილი ერთმანეთის სხეულს ეალერსება უფრო ინტენსიურად, შესაძლებელია მკერდის და სხვა ეროგენული ზონების სტიმულაციაც.  პარტნიორები სწავლობენ ერთმანეთის სხეულებს, გენიტალიებზე შეხება კვლავ აკრძალულია. პარტნიორებს შეუძლიათ აჩვენონ ერთმანეთს ხელის ხელზე მოკიდებით ის ადგილები და მოფერების ინტენსივობა, რაც სიამოვნებთ. ძირითად მიზანს წარმოადგენს პარტნიორის სხეულის შესწავლა და  ნაკლებად სიამოვნება;
  • მესამე ეტაპი და მეოთხე ეტაპები – მოიცავენ პარტნიორების მიერ ერთმანეთის გენიტალიების ეტაპობრივ შესწავლას, შემდგომში დასაშვები ხდება  კოიტუსი,  თუმცა კონცენტრაცია მაინც გაკეთებულია, სხეულის შესქწავლაზე, კოცნაზე, შეხებაზე და შეგრძნებებზე.  ორგაზმი არც ერთ ეტაპზე არ მიზანი ორგაზმზე ფოკუსირება.

ეს მიდგომა საკმაოდ გამართლებული და ეფექტურია სექსუალური დისფუქციების დროს, რომლებიც გამოწვეულია  ფსიქოლოგიური მიზეზებით.