“ანანისტი” თაობა – თაობა, რომელიც მასტურბირებს

*  გუგლში სიტყვების  მარტივი  კომბინაციის ჩაწერა  porn + tube +free;

* სექსუალური აგზნების რეაქცია;

* გენიტალიების სტიმულაცია;

* ორგაზმი.

ასე მარტივად მსოფლიოს ყოველ წუთში ათასობით “ანანისტი” ემატება.

“ანანიზმი” – რა არის?

– ანანიზმი ონანიზმია.

ონანიზმი რაღაა?

– ონანიზმი მასტურბაციაა.

და მასტურბაცია?

-მასტურბაცია სასქესო ორგანოების მექანიკური სტიმულაცია.

ცუდია ონანიზმი?

-ონანიზმი არა,  მაგას ქართულად “ანანიზმი” ჰქვია

-რატომ?

– არ ვიცი ასე ეძახიან.

– ვინ  ან რა იყო ანანი?

ანანი არა, ის ონანი იყო.

მაშ ვინ იყო ონანი?

ბიბლიური პერსონაჟი.

მასტურბირებდა?

კი.

რატომ?

არ უნდოდა შვილი გაეჩინა მის ცოლს.

ვინ იყო მისი ცოლი?

გარდაცვლილი ძმის ყოფილი ცოლი.

მერე რა მოხდა?

ღმერთმა სიკვდილით დასაჯა ონანი, რადგან მას არ უნდოდა თაობის წარმოქმნა ცოლისგან.

აი ამიტომ არ გვიყვარს ქართველებს  ანანისტები, ეს ისტორია ძალიან ცოტამ თუ იცის, მაგრამ  მაინც არ გვიყვარს, ან რა საჭიროა ამ ისტორიის ცოდნა ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომელმაც მაშინაც კი ყველაფერი იცის, როცა არაფერი იცის. “ანანიზმი” ცუდთან ასოცირდება, მით უმეტეს ბიბლიაში, ამიტომ ჩვენთვის ეს უკვე არგუმენტია.

ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ის, რომ ონანს სექსი საკუთარი ძმის ცოლთან ჰქონდა, ის, რომ არ უნდოდა შვილის ყოლა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია  ის ფაქტი, რომ ონანი გარეთ  “ღვრიდა თესლს”,  ამიტომ არ გვიყვარს”ანანიზმი”.

ონანიზმი – იგივე მასტურბაცია:

* სექსუალური განმუხტვის კარგი საშუალებაა თინეიჯერებში;

* უსაფრთხო სექსუალური აქტივობაა;

* არ იწვევს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს;

* არ იწვევს არასასურველ ორსულობას;

* არ არის ღალატი ;

* არ არის მავნებელი ჯანმრთელობისთვის;

* არ ღირს ფული;

* ხელმისაწვდომია ყველასთვის.

მაგრამ ქართველ მამას მაინც ურჩევნია შვილს  100 ლარი მისცეს,  გაუშვას “სიყვარულის” საყიდლად,  შეუქმნას მაღალი რისკი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით ინფიცირების, უარეს შემთხვევაში გაწიროს ჯერ-ჯერობით უკურნებელი აივ-ინფექციისთვის.

ერთ დროს თვითონაც ასე იყიდა “სიყვარული”, თვითონაც ინფიცირდა გონორეით, მერე  რამოდენიმე კვირა მკურნალობდა, მერე გენიტალური მეჭეჭებით დამშვენდა, ახლა უკვე ასაკშია დაბრძენდა, დაღვინდა და დროა შვილმა განვლოს იგივე გზა, ოღონდ გზა უფრო გართულდა შიდსის გაზრდიი რისკის გამო (მამების თაობაში შიდსი არ იყო აქტუალური ვინაიდან მათ 80 წლებიდან მოყოლებული შიდსი ნელ-ნელა მოიწევს საქართველოსკენ და მხოლოდ რამოდენიმე წელია რაც ჩამოაღწია ჩვენთან)

ჩვენ ქართველებს არ გვიყვარს “ანანიზმი” მაგრამ ყველა ქართველი მაინც ანანისტობს, თუმცა ხშირად ქართველი “იღლება ანანიზმით” და ისევ მამასთან მიდის 100 ლარისთვის.

– როგორ შეიძლება ადამიანი დაიღალოს მასტურბაციით? 

– მასტურბაციით დაღლა თავისთავად ნიშნავს სექსუალურ დაკმაყოფილებას, ვინაიდან თუ ადამიანი სექსუალურად დაკმაყოფილებულია მხოლოდ მაშინ აღარ აქვს სექსუალური აქტივობის სურვილი(თუ სექსუალური პარტნიორი არ ჰყავს მასტურბაციის). აქვე ერთი გენიალური აღმოჩენაც:

ქართველი სწორედ მაშინ მიდის ბოზთან, როცა სექსუალურად დაკმაყოფილებულია (ანუ ანანიზმით დაიღალა).

ბაბუ – “ანანისტი “თაობა მოდის;

მამა – “ანანისტი” თაობა მოვიდა;

შვილი – ჩვენ არ ვართ “ანანისტი” თაობა, ჩვენ ბოზებში მოსიარულე თაობა ვართ. 

მალე –   თაობა, რომელიც მასტურბირებს.