ასპერმია (ანეაკულაცია)

ასპერმია (ასპერმატიზმი) მამაკაცის უშვილობის მიზეზებს შორის საპატიო ადგილზეა. ეს არის მამაკაცის სასქესო სისტემის დაავადება, როცა ეაკულაცია (სპემის გამოყოფა) მასტურბაციისა და სექსის დროს არ ხდება. ამასთან სათესლე სითხის წარმოქმნა და ოპოტენცია მამაკაცს დარღვეული არა აქვს. მედიცინაში უხშირესად ამ პრობლემას „ანეაკულაციად“ მოიხსენიებენ. არსებობს აგრეთვე ცრუ ანეაკულაცია, ანუ რეტროგრადული ეაკულაცია, რომლის დროსაც სპერმა გადაისროლება შარდის ბუშტში. უშვილობის პრობლემის მქონე მამაკაცების 2%-ში ისმევა ასპერმიის დიაგნოზი.

ასპერმიის მიზეზები:

  • ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციების, ზურგის ტვინის დაზიანებების, სასქესო სისტემის ტრავმებისა და სიმსივნებიის დროს თესლგამომტანი სადინრების დისტონიის გამო;
  • ფსიქოლოგიური დარღვევები, რომლებიც ხშირად იწვევენ ნორმალური ეაკულაციის დარღვევას;
  • შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესების, ან მათზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად თესლგამომტანი სადინრების დახშობა, ან შეხორცებითი პროცესები;
  • თესლგამომტანი სადინრების თაქდნდაყოლილი არ არსებობა.

ასპერმიის დიაგნოსტირების დროს დგინდება მისი მიზეზი, ან ცრუ ანეაკულაციის არსებობა. ამისთვის გამოიყენება დიაგნოსტიკურ გამოკვლევათა კომპლექსი: სპერმოგრამა, შარდის ანალიზი, პენისის სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დასადგენად საჭირო ტესტები და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა.

ასპერმიის მიზეზის შესაბამისად სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტური თერაპია, ფსიქოთერაპია, ქსოვილოვანი თერაპია ნაწიბურების გასაწოვად, ფიზიოთერაპიული პროცედურები, ჰორმონოთერაპია.