ფერადი საქართველო

საქართველოში ძალიან გვიყვარს მკვეთრი კონტრასტი მაგ. შავი და თეთრი, განსაკუთრებით შავი.  როგორც წესი ფერადს  ვარდისფერს, ცისფერს უკეთეს შემთხვევაში ირონიული და უარეს შემთხვევაში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მოყვება. ეს ალბათ იმიტომ რომ ქართველის ტვინი და თვალი ადვილად ვერ ეგუება ფერად ფერებს, ან ვერ იტანს უმრავლესობისგან განსხვავებულ ადამიანს, სტილს, ჩაცმულობას, სქესის იდენტურობას, სექსუალურ ორიენტაციას და ა.შ.

რა არის სქესის იდენტობა?

– სქესის იდენტობა არის ადამიანის სუბიექტური აღქმა საკუთარი სქესის მიმართ, მაგ, 4-5 წლის ბავშვი უკვე ფიქრობს და იცის, რომ გოგონაა ან ბიჭი.

სქესი  – მამრობითი, მდედრობითი, ტრანსგენდერი, ინტერგენდერი.

რა არის სექსუალური ორიენტაცია?

სექსუალური ორიენტაცია არის ეროტიული ან რომანტიული მოხიბვლა განსაზღვრული სქესით.

სექსუალური ორიენტაცია – ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ასექსუალი.

სანაცნობო და სამეგობრო წერეში, მით უმეტეს ოჯახში ძნელათ თუ აღიარებს ადამიანი განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას, ან სქესის იდენტურობას, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში მამაკაცთა თითქმის 10 % განსხვავებული ორიენტაციისაა – ბისექსუალი + ჰომოსექსუალი + ასექსუალი. ხოლო ქალების 22 % მდე  (geosexmd.com-ის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით  გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 431 -მა ადამიანმა  აქედან 203  მონაწილე მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო).

პროცენტები და მონაცემები შეიძლება აბსოლიტური სიზუსტით ვერ გამოირჩევა, რადგან 403 ადამიანი ვერ ასახავს მთლიან პოპულაციას, თუმცა ნამდვილად ნათელს ხდის იმ ფაქტსო რომ განსხვავებული ფერები არც თუ იშვიათია ქართულ საზოგადოებაში.   მალე  როგორც საბჭოთა კავშირის შემდეგ ქართველმა კაცმა აღმოაჩინა სექსის არსებობა საქართველოში, ისე იჩენენ სხვადასხვა ფერები თავს.

ფერების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში, მათ შორის სექსუალურ ორიენტაციაში, მაგრამ არის ტენდენცია, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო.

მრავალი ქართველი (უმეტესად მამაკაცი) დედის გინებითი დამოკიდებულებით ხვდება ჰომოსექსუალს და  ბისექსუალს. თუ ადამიანი “გაბედავს” და იტყვის, რომ გეის მეგობარია, ისიც ლანძღვა-გინების ობიექტი ხდება (უმეტეს შემთხვევაში ზურგს უკან, რადგან ქართველ კაცს დიდად არ ეხერხება პირდაპირ გინება და ბოღმის განდმონთხევა).

ფაქტია, რომ  არსებობენ ჰომოსექსუალები და ცდილობენ დაიცვან საკუთარი უფლებები, ცდილობენ ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას, რომ ისინი არაფერს აშავებენ, არავის რყვნიან და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან.  მაგრამ არის  ჰომოსექსუალების, ბისექსუალების და ასექსუალების ნაწილი, რომელიც ხმამაღლა არ ამჟღავნებს საკუთარ ორიენტაციას,  არც სამეგობროში და არც სანაცნობოში, საკუთარ თავთანაც კი უჭირთ განსხვავებული ორიენტაციის აღიარება, სწორედ ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი ხვდება იმ სეგმენტში, რომლებიც თავს დამნაშავედ თვლიან საკუთარი ეგო-დისტონიური სექსუალური ორიენტაციის გამო და ცდილობენ გინებით და უარყოფით დამოკიდებულებით საზოგადოებასთან დამალონ საკუთარი ჭეშმარიტი სახე, ცდილობენ გეების დედის გინებით საზოგადოებას “დაუმტკიცონ” რომ თვითონ გეები არ არიან. ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს, იმას რომ ვინც უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს უმცირესობის მიმართ ყველა ლატენტური უმცირესობის ნაწილია.

მე მივესალმები იმ ადამიანებს, ვისაც არ სცხვენიათ საკუთარი თავის, ვისაც არ სცხვენია საკუთარი განსხვავებულობის და არავის ემალება, თუმცა არც თავს ახვევს ამას არავის. რაც შეეხება წყევლა-კრულვა-გინებით სეგმენტს (ნებისმიერი ორიენტაციის წარმომადგენელს), მინდა ვუთხრა, რომ სირცხვილია, სილაჩრეა, უსამართლობაა და დანაშაულია! არ შეიძლება გძულდეს ადამიანი, რომელსაც არაფერი დაუშავებია შენთვის, არ შეიძლება აგინო ადამიანს, რომელსაც არასდროს შეუგინებია შენთვის და შენი არსებობის შესახებ ხშირ შემთხვევაში არც კი იცის ! ლაჩრობაა ადამიანი ზურგს უკან ლანძღო , “ერთ გემზე შეყრა და დახვრეტა” უსურვო, დანაშაულია თავისუფლება შეუზღუდო ადამიანს,სექსუალური ორიენტაციის გამო.  თავისუფლება, რომელიც  ყველა ადამიანის თანდაყოლილი უფლებაა, და ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის საფუძველთა საფუძველია.