ოჯახი

ოჯახი არის  არის ადამიანთა  ჯგუფი, რომლებიც დაკავშირებულია სისხლით, შვილად აყვანით, ან ქორწინებით სხვა მძლავრი კავშირით.  ოჯახის წევრებს შორის ინტერპერსონალური ურთიერთობები და სიახლოვე მკვეთრად განაპირობებს ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ოჯახის ტიპები:

1)   ტრადიციული ოჯახი (ბირთვული, ფუძე ოჯახი) – დედა, მამა და  დამოკიდებული შვილ(ებ)ი (ძირითადად 18-წლამდე);

2)   ჰეტეროსექსუალების, ჰომოსექსუალების და სხვა არატრადიციული თანაცხოვრება;

3)   მარტოხელა მშობლით წარმოდგენილი ოჯახი (ბავშვს ზრდის მხოლოდ ერთი მშობელი);

4)   დიდი ოჯახი – ძირითად ოჯახში მცხოვრები: ბებია, ბაბუა, ბიძა, დეიდა, მამიდა, ბიძაშვილები, ან სხვა ისეთი ადამიანებით, რომლებიც ტრადიციულ ოჯახში არ შედიან.

ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის მენტალური სურათის და ფიზიკური ჯანმრთელობის ჩამოყალიბებისთვის. ადამიანთან უმრავლესობა 30-35 წლისთვის უკვე დაქორწინებულია, დაქორწინებული ადამიანები, როგორც წესი არიან უკეთესი ჯანმრთელობის მქონენი და გააჩნიათ მეთი თავდაჯერება და მაღალი თვითშეფასება, იმათთან შედარებით ვინც დაქორწინებული არ არის.

აშშ-ს მონაცემებით ბავშვების 50 % ცხოვრობს მშობლებთან, რომელთაგანაც ორივე მშობელი დასაქმებულია, 25 % ცხოვრობს  ერთ მშობელთან (დედასთან), ხოლო მეორე წასულია სახლიდან სამუშაოდ.  საშუალოდ შვილის გაზრდა 17 წლამდე 100 000 $ ან მეტი ღირს.

განქორწინება და ერთ მშობლიანი ოჯახი

ქორწინებების თითქმის ნახევარი (აშშ) სრულდება განქორწინებით.

საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება საშუალოდ 30 000- 34 000 ქორწინება, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რიცხვი ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ 4 000 – 4726-ია  (სტატისტიკური მონაცემები წარმოდგენილია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  2008-2010 წლის მონაცემებით).

განქორწინებასთან ხშირად ასოცირებულია შემდეგი ფაქტორები:

  • ოჯახის მხარდამჭერი პროგრაების ნაკლებობა, სისუსტე;
  • ქორწინებამდე ორსულობა;
  • ქორწინებამდე ურთიერთობის მოკლე პერიოდი;
  • თინეიჯერულ ასაკში ქორწინება;
  • განსხვავებულ რელიგიურ-სოციოეკონომიკურ მდგომარეობებში ქორწინება;
  • შვილის ძლიერი ავადმყოფობა ან გარდაცვალება;
  • ექიმის პროფესია წარმოადგენს განქორწინების შედარებით მაღალ რისკს ვიდრე სხვა პროფესია.

განქორწინებული მამაკაცები უფრო ხშირად ქორწინდებიან განმეორებით, ვიდრე ქალები.

ერთმშობლიანი ოჯახები

  • ძირითადად არიან დაბალი შემოსავლის მქონენი;
  • აქვთ ნაკლები სოციალური მხარდაჭერა;
  • ერთ მშობლიანი ოჯახი ძირითადად აქვთ ქალებს (დედებს).

ერთ მშობლიან ოჯახებში ბავშვები:

  • ხშირად ჩამორჩებიან სწავლის დონით;
  • არიან დეპრესიულები;
  • ხშირად აქვთ კავშირი ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან;
  • აქვთ სუიციდის მცდელობები;
  • მიდრეკილნი არიან კრიმინალური აქტივობისკენ;
  • აქვთ მომავალში განქორწინების შედარებით მაღალი რისკი.

ამ პრობლემების ძირითადი მიზეზია შვილის მშობლებთან კონტაქტის და ურთიერთობის დეფიციტი.