პარაფიმოზი

პარაფიმოზი არის პენისის ჩუჩის საკმაოდ იშვიათ სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც პენისის ჩუჩა გადაწეულია პენისის თავზე და მისი უკან გადმოწევა არ ხერხდება.  თუ ეს მდგომარეობა რამოდენიმე საათი გაგრძელდა ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ჩუჩამ შეიძლება შეზღუდოს სისხლის მიმოქცევა პენისის თავში და გამოიწვიოს ქსოვილების იშემია და ნეკროზი, საბოლოოდ ყალიბდება განგრენა. შესაბამისად პარაფიმოზი გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა.

პარაფიმოზი შეიძლება განვითარდეს პენისის ჩუჩის  გადაწევისას, სამედიცინო პროცედურების დროს, მასტურბაციის დროს, პენისის გაწმენდის დროს და ა.შ.

თუ რამოდენიმე ხნის განმავლობაში ჩუჩა დარჩა გადაწეული ნელ-ნელა შეშუპდება იზრდება ზომაში და შემდეგ მისი გადაწევა შეიძლება გაძნელდეს. ამიტომ პარაფიმოზის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა გადაწეული ჩუჩის უკან საწყის პოზიციაში დაბრუნება. ფიმოზი წარმოადგენს პარაფიმოზის რისკ ფაქტორს.

პარაფიმოზის მკურნალობა შესაძლებელია ხელის მანიპულაციით, რომლის დროსაც ხდება პენისის თავის კომპრესია ( მასზე ხელის დაწოლა და ამის პარალელურად ჩუჩის გადმოწევა მასზე).  შესაძლებელია ცივი კომპრესის დადება, ლოკალური ანესთეზია ან ლუბრიკანტის გამოყენება მანიპულაციის შესრულების დროს.  თუ ჩუჩის ქსოვილები იმდენად შეშუპებულია, რომ ვერ ხერხდება ჩუჩის ადგილზე დაბრუნება მაშინ მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას, ჩუჩაზე დორსალური მხრიდან კეთდება განაკვეთი, ან აკეთებენ  წინდაცვეთას.