პრემენსტრუალური სინდრომი

პრემენსტრუალური სინდრომი არის  ფიზიკური და ემოციური სიმპტომების კრებული, რომელიც დაკავშირებულია ქალის მენსტრუალურ ციკლთან.  პრემენსტრუალური სიმპტომები ძირითადად ასოცირებულია ლუთეალურ ფაზასთან  შესაბამისად იწყება მენსტრუაციამდე და წყდება მენსტრუაციის დაწყებისას ან დამთავრების შემდეგ.

ქალების 2-5 % აქვს გამოხატული სიმპტომები რომლებიც სცილდება ნორმალური პრემენსტრუალური დისკომფორტის განცდას.

პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა ფსიქიატრიული დარღვევაა, რომელიც მსგავსია უნიპოლარული დეპრესიის და ფსიქიატრიულ დახმარებას საჭიროებს.

პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომებია:

  • გაღიზიანებულობა
  • მგრძნობელობა
  • დაძაბულობა
  • —————————————–
  • დისფორია (უბედურობის განცდა)
  • სტრესი
  • შფოთვა
  • ინსომნია
  • თავისტკივილი
  • დაღლილობის განცდა
  • ხასიათის ცვლილება
  • ემოციური მგრძნობელობის გაზრდა
  • ლიბიდოს ცვლილება

ფიზიკური სიმპტომები

  • შეშუპება
  • მუცელში დისკომფორტის გრძნობა
  • ყაბზობა- კონსტიპაცია
  • მკერდის გადიდება- გამაგრება
  • აკნე
  • კუნთების  ტკივილი
  • სახსრების ტკივილი

სიმპტომები ვარიაბელური და ინდივიდუალურია, ანუ ქალს შეიძლება გამოხატული ჰქონდეს ერთი ან რამოდენიმე სიმპტომი.

პრემესტრუალური სიმპტომის რისკ ფაქტორები

  • კოფეინის გაძლიერებული მოხმარება
  • სტრესი
  • ასაკი
  • დეპრესია
  • ოჯახური ისტორია (მაგ. დედას აქვს გამოხატული პრემენსტრუალური სინდრომი)
  • ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა, განსაკუთრებით  ბ, ბ6,  ე და დ ვიტამინების დეფიციტი.

დიაგნოზი არ ისმევა თუ სიმპტომები იმდენად მძლავრი არ არის, რომ ქალს ყოველდღიურ აქტივობაში შეუშლის ხელს.

მიზეზებში მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობა,  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასქესო ჰორმონების მოქმედებას და სეროტონინს(თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერია).

ქალების უმრავლესობას მკვეთრად დაბალი ჰქონდათ ბეტა-ენდორფინების დონე.  ბეტა ენდორფინებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ადამიანის ფსიქიკაზე, ისინი მოქმედებენ იგივე რეცეპტორებზე, რაზეც მოქმედებენ ოპიოიდები.

ზოგ შემთხვევაში მომატებული იყო ფსევდოქოლინესთერაზას დონე სისხლში, რომელიც მონაწილეობს შფოთვის განვითარებაში.

პრემენსტრუალური სინდრომის მართვა –  კვების და ცხოვრების სტილის ცვლილება,  ჰორმონული ჩარევა და სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.

კოფეინის შემცირება, აერობიკა,  შაქრის მიღების შემცირება,  ნატრიუმის მიღების შემცირება, ბოჭკოვანი საკვების მიღების გაზრდა (მცენარეები). დასვენება და ძილი.

კალციუმის მიღება 1200მგ/დღეში, ვიტამინი ე 400  IU/d, ვიტამინი ბ6,  მანგანუმის და მაგნიუმის მიღების გაზრდა,  აგრეთვე მნიშვნელოვანია ტრიფტოფანის მიღება.

მძიმე შემთხვევებში ინიშნება  სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები. მხოლოდ მძიმე სიმპტომების დღეებშ ინიშნება.

ჰორმონული მკურნალობა:

  • ჰორმონული კონტრაცეფცია – ინიშნება კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები.
  • პროგესტერონი –  გამოიყენებოდა წლების განმავლობაში, თუმცა მათი ეფექტურობა ეჭვ ქვეშ დგას.
  •  დიურეტიკები გამოიყენება  წყლის შეკავების სამკურნალოდ. სპირონოლაქტონები კვლევების შედეგებით საკმაოდ ეფექტურია.
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები – ( მაგ. იბუპროფენი) ტკივილის მოსახსნელად გამოიყენება.

პროგნოზი კეთილსაიმედოა, ექვემდებარება მკურნალობას,  მკურნალობის გარეშე სიმპტომები წლებთან ერთად მცირდება და სუსტდება, მენოპაუზის დროს ქრება.

პრემენსტრუალური სინდრომი ზრდის კლინიკური დეპრესიის რისკს.