სექსის სასარგებლო თვისებები

ადამიანების უმეტესი ნაწილი სექსს მხოლოდ სიამოვნების მიღების საშუალებად მიიჩნევს. ასეთი შეხედულების ნაწილობრივ  ცდებიან. რადგან სექსს სიამოვნების გარდა სამკურნალო თვალსაზრისითაც აქვს სარგებლობა.

სექსი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ტრადიციულ მედიცინაში არსებულ ძვირადღირებული და არც ისე უწყინარი პრეპარატების ნაცვლად იქნას გამოყენებული. დამტკიცებულია, რომ მშვიდი სექსი ხელს უწყობს სტენოკარდიის მქონე ადამიანების რეაბილიტაციას.

ზოგადად რომ ვთქვათ მეცნიერება დაავადებათა ძირითად გამომწვევ ფაქტორებად მიიჩნევენ ნერვული სისტემის დარღვევებს, ჭარბ წონასა და ჰიპოდინამიას. ამის გარდა რა თქმა უნდა უამრავი ფაქტორია, თუმცა ყველაფრის ამოსავალი ეს სამი მიზეზია.

სულ ცოტა ხნის წინაც კი ითვლებოდა, რომ საუკეთესო საშუალება დაავადებათა პრევენციის მიზნით იყო ფიზიკური დატვითვა, მაგ, სპორტდარბაზებში. უკანასკნელმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ერთი სექსუალური აქტი, სპორტდარბაზში 30 წუთი ვარჯიშის ექვივალენტია, რადგან ამ დროს კომბინირებულადაა როგორც ფიზიკური დატვირთვა, ორგაზმი და ასევე ემოციური ფონი. ამავე დროს სექსი დროს გამომუშავდება ტესტოსტერონი, რომელიც გულის კუნთის მუშაობას ხელს უწყობს.

ბევრი ადამიანი ინფარქტის მიღების შემდეგ სექსს ერიდება, რადგან ექიმების უმრავლესობას არა აქვს ინფორმაცია სექსის სარგებლობაზე და პაცინეტებს პრაქტიკულად უკრძალავენ სექსს. კვლევებით დამტკიცდა, რომ ინფარქტის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ უკვე შეიძლება სქესობრივი ცხოვრების წარმოება, რა თქმა უნდა ისეთი აქტიური ვერ იქნება ეს ცხოვრება, როგორიც ინფარქტამდე იყო, მაგრამ მცირე შეზღუდვები ნამდვილად სჯობია სულ აკრძალვას.

საყვარელ ადამიანთან სქესობრივი სიახლოევე სასარგებლოა აგრეთვე ართრიტებისა და ართროზების დროს. ამ დროს სექსი აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციებს, რომლებიც გამოყოფენ დიდი რაოდენობით კორტიზოლს. კორტიოლი კი კარგად მოქმედებს ზემოტ ხსენებული დაავადებების მიმდინარეობაზე.

მამაკაცის სპერმა შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ კანზე. ეს მკვებავი ნივთიერებების ბუნებრივი წყარო ატენიანებს კანს, გლუვსა და აბრეშუმივით სასიამოვნოს ხდის ამს, ამასთან არაჩვეულებრივას ასუფთავებს ფორებს. ერთადერთი, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ესაა ალერგიული რეაქცია სპერმაზე. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, სახის კანზე სპერმას იგივე გავლენა აქვს, რაც კარგი ფირმის კარგ დამატენიანებელ კრემს.

უძველესი დროიდან ითვლება, რომ სექსი შაკიკის სამკურნალოდ ძალიან ეფექტური საშუალებაა. ეს ფენომენის ჯერ შესწავლის საგანია, რადგან ექიმების გამოცდილება ამ სალითხში ერთმანეთს არ ემთხვევა.

სექსი აგრეთვე დადაბითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. სექსის დროს მუცლის პრესის კუნთები ასე თუ ისე იჭიმება, რაც ნაწლავების პერისტალტიკაზე დადებითად მოქმედებს. გარდა მისა, სექსი გარკვეული რაოდენობით კალორიებსაც წვავს.

ხშირი სექსუალური აქტები საშუალებას იძლევა თავიდან არიდებული იქნას პროსტატიტი, პროსტატის ადენომა და ა.შ. სექსუალურიაქტის დროს ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა. გარდა ამისა, საყვარელ ადამიანთა სექსს მოაქვს სულიერი სიმშვიდე და წონასწორობა. სექსუალური სიამოვნება ადამიანს ხდის ბედნიერს, ხალისიანს, რაც ერთ ერთი  ყველაზე მთავარია ცხოვრებაში.