ჰიპერპროლაქტინემია

ჰიპერპროლაქტინემია არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სისხლში არის ნორმაზე მაღალი პროლაქტინის დონე. მისი ნორმალური დონეა : 500 mIU/L ქალებისთვის და კაცებისთვის 450 mIU/L.

პროლაქტინი არის პეპტიდური ჰორმონი რომელსაც გამოიმუშავებს ადენოჰიპოფიზი. მისი ძირითადი ფუნქცია არის ლაქტაცია და მკერდის განვითარება ორსულობის დროს.  ჰიპერპროლაქტინემიის დროს შეიძლება გამოიხატოს მკერდიდან სპონტანური რძის დენა,  ნორმალური მენსტრუალური ციკლის დარღვევა ქალებში, ხოლო ჰიპოგონადიზმი, უნაყოფობა და ერექტიული დისფუნქცია მამაკაცებში.

ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის პათოლოგიით გამოწვეული.  პროლაქტინზე შეიძლება იმოქმედოს სხვადასხვა მედიკამენტებმა და მცენარეულმა საშუალებებმა.  ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზები შეიძლება იყოს ღვიძლის, თირკმელების, საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია.

მიზეზები:  ჰიპერპროლაქტინემიას იწვევს ან მისი სინთეზის შეზღუდცვის მოხსნა, ან პროლაქტინის გადაჭარბებული პროდუქცია პროლაქტინომის გამო1000–5000 mIU/L მდე შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა  მდგომარეობამ, ხოლო >5000 mIU/L პროლაქტინი მაჩვენებელია ადენომების და მაკროადენომების > 10 მმ დიამეტრით.  ჰიპერპროლაქტინემია თრგუნავს გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის სინთეზს, რადგან იზრდება დოფამინის რაოდენობა, დოფამინი კი თრგუნავს გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის სეკრეციას.

ფიზიოლოგიური მიზეზები – ორსულობა, ძუძუთი კვება, სტრესი, ძილი, ჰიპოთიროიდიზმი.

ჰიპერპროლაქტინემია შეიძლება გამოიწვიოს წამლებმა:  რომლებიც ბლოკავენ დოფამინს. ეს წამლებია: სედატივები, ჰალოპერიდოლი, ტრიფლუპერაზინი, დომპერიდინი ცისაპრიდი და სხვა.

დაავადებები და მდგომარეობები,  რომლებსაც შეუძლიათ ჰიპერპროლაქტინემის გამოწვევა:

  • ჰიპოფიზის ადენომა
  • აკრომეგალია
  • კუშინგის სინდრომი
  • თირკმელების ქრონიკული უკმარისობა
  • ბრონქოგენული კარცინომა
  • სარკოიდოზი
  • ჰიპოთიროიდიზმი
  • პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი
  • იდიოპათიური

ჰიპერპროლაქტინემიის სიმპტომებს წარმოადგენს :

  • ანოვოლუციას
  • მენსტრუაციის შემცირება
  • ამენორეა
  • მენსტრუაციის სხვა დარღვევები
  • მკერდის გადიდება
  • სპონტანური რძის დენა მკერდიდან
  • ლიბიდოს დაქვეითება
  • საშოს სიმშრალე

კაცებში

  • ლიბიდოს შემცირება
  • ერექტიული დისფუნქცია
  • უნაყოფობა
  • გინეკომასტია
  • გინეკომასტია (მკერდის გადიდება)’
  • ოსტეოპოროზი

მკურნალობა:

დოფამინის აგონისტები, cabergoline, bromocriptine , lisuride, Vitex agnus-castus.