სედატივები

სედატივებს უწოდებენ ნივთიერებებს, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მათი მოქმედება ორგანიზმზე იწვევს სიმშვიდის განცდას.  ყველაზე გავრცელებული სედატივებია: ალკოჰოლი, ბენზდიაზეპინები და ბარბიტურატები.

სედატივების უმრავლესობა მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ინჰიბიტორულ ნეიროტრანსმიტერზე – გამა ამინო ერბოს მჟავაზე ( GABA ).

სედატივებს ახასიათებთ გამოხატული აბსტინენციის სინდრომი, რომელიც გულისხმობს გულყრას, კარდიო-ვასკულარულ სიმპტომატიკას, რომელიც შეიძლება ზოგჯერ  სიცოცხლისთვისაც კი საშიშია.

ალკოჰოლი – გავრცელებული სედატივია მრავალ ქვეყანაში, მათი მოხმარება თავიდან მოქმედებს მცირე სტიმულანტად, შემდეგ კი თრგუნავს ნერვულ სისტემას.

ალკოჰოლის მოხმარებასთან ასოცირებული პრობლემებია:

  • ავტო-საგზაო და სხვა უბრედური შემთხვევები;
  • ჰომოციდი (მკვლელობა);
  • სუიციდი (თვითმკვლელობა);
  • გაუპატიურება (სექსუალური ძალადობა);
  • ოჯახური ძალადობა.

ქრონიკულ ალკოჰოლიზმთან ასოცირებული პრობლემები:

  • თიამინის დეფიციტი (ვიტამინი ბ 1) გამოიხატება ვერნიხ -კორსაკოვის სინდრომით;
  • ანტეროგრადული ამნეზია;
  • რეტროგრადული ამნეზია;
  • აპათია;
  • ატაქსია;
  • კომა;
  • პარალიზი;
  • ტრემორი;
  • ანოსოგნოზია;
  • ღვიძლის დისფუნქცია;
  • საჭმლის-მომნელებელი ტრაქტის დაავადებები(ძირითადად წყლულები;
  • ნაყოფის  ალკოჰოლური სინდრომი (ბავშვებში)როცა დედა ალკოჰოლიკია.

ლეგალური  ინტოქსიკაცია ითვლება 0,08 % – დან  0,15 % მდე.

ალკოჰოლური კომა ვითარდება 0,4-0,5 % იანი კონცენტრაციის შემთხვევაში (არა ალკოჰოლიკებში).

ჰალუცინაციაები შეიძლება აღმოცენდეს, როგორც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს, ასევე აბსტინენციის სინდრომის დროს.

ალკჰოლური დელირიუმის მკურნალობა აუცილებელია ალკოჰოლიზმით ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის.  სიკვდიალიანობა 20 % -ია.

ბარბიტურატები –  მოიხსენიება და გამოიყენება მედიცინაში, როგორც საძილე აბები, სედატივები, ტრანკვილიზატორები (შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებები), ანტიკონვულსანები და ანესთეტიკები.

ყველაზე ხშირად გამოყენებადი ბარბიტურატებია:

  • ამობარბიტალი;
  • პენტობარბიტალი;
  • სეკობარბიტალი.

ბარბიტურატები ახდენენ სუნთქვის დეპრესიასაც, აქვთ საფრთხოების მცირე კუთხე ამიტომ ყველაზე ხშირად გამოიყენება სუიციდის მცდელობისთვის.

ბენზოდიაზეპინები –  გამოიყენება ტრანკვილიზატორებად, სედატივებად, კუნთების რელაქსანტებად, ანტიკონვულსანტებად. გამოიყენება ალკოჰოლისგან აბსტინტნციისგან გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ.  განსაკუთრებით ხანგრძლივი მოქმედების ბენზოდიაზეპინები – ქლორდიაზეპოქსიდი და დიაზეპამი.

ბენზოდიაზეპინებს აქვთ უსაფრთხოების ფართე ველი თუ მათი მიღება არ ხდება სხვა სედატივის პარალელურად. მაგ. ალკოჰოლთან ერთად.

ფლუმაზენილი (მაზიკონი და რომაზიკონი)  ბენზოდიაზეპინების რეცეპტორების ანტაგონისტია, გამოიყენება ბენზოდიაზეპინების გადაჭარბების შემთხვევაში.

ნივთიერება ეფექტი აბსტინენციის შემთხვევაში სიმპტომები
ალკოჰოლიბარბიტურატები

ბენზოდიაზეპინები

  • გუნება-განწყობის გაუმჯობესება (სუსტად გამოხატული)
  • შფოთვის შემცირება
  • სომნოლენცია (ძილიანობა)
  • ქცევის დისინჰიბიცია. (ქცევაზე შეზღუდვები იხსნება)
  • სედაცია
  • კოორდინაციის შესუსტება
  • სასუნთქი სისტემის დეპრესია.
  • მსუბუქი დეპრესია
  • შფოთვის გაზრდა
  • უძილობა (ინსომნია)
  • ფსიქოზური სიმპტომები
  • დიზორიენტაცია
  • ტრემორი
  • გულყრა
  • ტაქიკარდია და ჰიპერტენზია