სტიმულანტები

სტიმულანტი არის ფსიქოაქტიური ნივთიერება(რომელსაც შეუძლია ჰემატოენცეფალური ბარიერის გადაკვეთა და მოქმედებს თავის ტვინზე), რომელიც მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და იწვევს მის მენტალური და ფიზიკური (ან ორივე ერთად) ფუნქციონირების სტიმულაციას.

  • კოფეინი – გავრცელებული მოხმარების სტიმულანტია – ყავა (125/მგ ჭიქაში) ჩაი (65 მგ/ჭიქაში), კოკა (40 მგ/ჭიქაში) შეიცავენ კოფეინს. წარმოადგენენ ლეგალური მოხმარების საკვებს.
  • ნიკოტინი – ტოქსიური ნივთიერებაა, რომელიც წარმოდგენილია თამბაქოში  (სიგარეტში), ნიკოტინის მოხმარების შემცირება სხვა ყველა ნივთიერების მოხმარების შემცირებასზე მეტად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
  • ამფეტამინები –  გამოიყენება კლინიკურადაც და ნარკოტიკადაც.   ამფეტამინები გამოიყენება  ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიური დარღვევის სამკურნალოდ, აგრეთვე ნარკოლეფსიის სამკურნალოდ.  ზოგჯერ ამფეტამინები გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ მოხუცებში და ტერმინალურ ავადმყოფებში, აგრეთვე მსუქან პაციენტებში რომელთა ორგანიზმიც სხვა მკურნალობაზე არ რეაგირებს დადებითად.  ყველაზე ხშირად კლინიკაშ გამოიყენება დექსტროამფეტამინი (დექსედრინი), მეტამფეტამინი (დეზოქსინი) და მეთილფენიტეითი (რიტალინი). “Speed”, “ice” (მეტამფეტამინი) და “ecstasy” (მეთილენ დიოქსი მეტამფეტამინი MDMA)  ამფეტამინების ქუჩური სახელწოდებებია.
  • კოკაინი –  კრეკი და freebase – იაფფასიანი მოსაწევი კოკაინია, ხოლო ძვირფასი სუფთა კოკაინი ცხვირში შესაყნოსად გამოიყენება.  კოკაინის გამოყენება იწვევს ჰიპერაქტივობას და  ზრდის შეფერხებას ახალშობილებში. კოკაინიას მოხმარებას ახასიათებს  ტაქტილური ჰალუცინაციები (ხოჭოების ცოცვის შეგრძნება კანზე)

სტიმულატორები, როგორც წესი მოქმედებენ ნეიროტრანსმიტერ დოფამინზე,  ზრდის მის რაოდენობას ან ხელმისაწვდომობას.  ამფეტამინები ზრდიან დოფამინის რაოდენობას, კოკაინი თრგუნავს მის უკუმიტაცებას ორივე შემთხვევაში სინაფსებში დოფამინის რაოდენობა მაღალია.  დოფამინის გაზრდილი რაოდენობა იწვევს ეიფორიის განცდას, ზოგ შემთხვევაში ფსიქოზურ სიმპტომებს, ეს ორივე გამოხატულია შიზოფრენიის შემთხვევებშიც.

ნივთიერება

ეფექტი

აბსტინენციის სიმპტომები

კოფეინი

ნიკოტინი

ფსიქოლოგიური ეფექტები

  • ზრდის სიფხიზლეს
  • ზრდის ყურადღებას
  • მსუბუქად აუმჯობესებს ხასიათს
  • აძლიერებს მღელვარებას
  • იწვევს ინსომნიას

ფიზიკური ეფექტები

  • ამცირებს მადას
  • ზრდის სისხლის წნევას
  • იწვევს ტაქიკარდიას (გულისცემის სიხშირეს ზრდის)
  • კუჭ-ნაწლავის აქტივობას აძლიერებს.
ფსიქოლოგიური სიმპტომები

  • იწვევს ლეთარგიას
  • სუსტ დეპრესიას

ფიზიკური სიმპტომები

  • იზრდება მადა (მცირედ წონის მატება)
  • დაღლილობა
  • თავის ტკივილი
ამფეტამინები

კოკაინი

 ფსიქოლოგიური ეფექტები

  • გუნება-განწყობის გაუმჯობესება (კოკაინის შემთხვევაში 1 სთ გრძელდება)
  • ზრდის ყურადღებას
  • ზრდის აგრესიულობას
  • ამცირებს სამართლიანობის განცდას
  • ფსიქოზური სიმპტომები
  • აგიტაცია და ინსომნია

ფიზიკური ეფექტები

  • იწვევს მადის დაქვეითებას
  • გუგების დიალატაციას
  • ზრდის ენერგიას
  • იწვევს ტაქიკარდიას და აქვს გულსისღლძარღვთა  ეფექტები (ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშიც)
  • გულყრა (კოკაინის შემთხვევაში)
  • ცხვირის სიწითლე
  • ჰიპერსექსუალობა

ფსიქოლოგიური სიმპტომები

  • დეპრესია
  • ძლიერი ფსიქოლოგიური სურვილი (უკანასკნელი დოზიდან რამოდენიმე დღეში ვითარდება სურვილის პიკი.)
  • გაღიზიანებულობა

ფიზიკური ეფექტები

  • შიმშილი (ამფეტამინების მიღების შეწყვეტის შემდეგ განსაკუთრებით)
  • გუგების კონსტრიქცია (შეკუმშვა)
  • დაღლილობა.