ადამიანის სექსუალური განვითარება

ადამიანის სექსუალური განვითარება იწყება ჯერ კიდევ პრენატალურ (მუცლად ყოფნის) პერიოდში. ხდება ადამიანის სასქესო ჯირკვლების დიფერენცირება ქრომოსომების მიხედვით  Y  – ქრომოსომისგან ყალიბდება სათესლე ჯირკვლები X – ისგან საკვერცხეები.

სათესლე ჯირკვლები მუცლად ყოფნის დროსვე იწყებენ ტესტოსტერონის სინთეზს, ეს კი თავის მხრივ ავითარებს მამაკაცის შიგნითა და გარეთა სასქესო ორგანოებს, თუ ტესტოსტერონით სტიმულაცია არ მოხდება, ვითარდება ქალის სასქესო ორგანოები.

მუცლად ყოფნის პერიოდში ჰორმონები გავლენას  დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სექსუალობის ჩამოყალიბებისთვის. მაგ, თირკმელზედა ჯირკვლის ანდროგენების მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გოგონას ვირილიზაცია და საბოლოოდ ასეთ ადამიანს მამაკაცის იდენტურობაც კი ჩამოუყალიბდეს. ეს აგრეთვე მნიშვნელოვანია სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებისთვის.

ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეთ სქესის იდენტურობის დარღვევები. მაგ, ტრანსსექსუალობა –  მდგომარეობა, როცა ადამიანის ფიზიოლოგიურად ფუქნქციონირებს ვთქვათ, როგორც კაცი, მაგრამ ის მიიჩნევს, რომ თვითონ ქალია და მისი სხეული არ შეესაბამება მის სქესს. ასეთი ადამიანები მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, ჰორმონულ ჩანაცვლებით თერაპიას და სხვა გზებს, რომლის საშუალებითაც სქესის შეცვლა შესაძშლებელია.

 გენდერის იდენტურობა, გენდერის როლი, სექსუალური ორიენტაცია.

ტერმინი განსაზღვრება შესაძლო ეტიოლოგია კომენტარი
სქესის (გენდერული ) იდენტურობა როგორ აღიქვავს ადამიანი საკუთარ სქესს, კაცად, თუ ქალად. პრენატალური სასქესო ჰორმონების გავლენა. შეიძლება შეესაბამებოდეს ფიზიოლოგიურ სქესს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს.
სქესის (გენდერული) როლი ადამიანი როგორ გამოხატავს საკუთარი სქესის იდენტურობას საზოგადოებაში. ხშირად განისაზღვრება სოციალური წნეხით. შეიძლება შეესაბამებოდეს გენდერულ იდენტურობას, შეიძლება არა.
სექსუალური ორიენტაცია გამუდმებული და უცვლელი არჩევანი, ვისთანაც ადამიანს უნდა სექსი. გენეტიკური მდგომარეობა.პრენატალური ჰორმონების გავლენა

გარემო ფაქტორები.

ჭეშმარიტი ბისექსუალი თითქმის არ არსებობს, ადამიანი ყოველთვის რომელიმე სქესს ანიჭებს უპირატესობას.