ალიანსის თეორია

ალიანსის თეორია (ან გადაცვლის გენერალური თეორია)  არის ნათესაური ურთიერთობების შესწავლის  სტრუქტურული  მეთოდი, რომელიც მოწოდებულია  ლევი სტროსის მიერ. ქორწინების ალიანსის თეორია დაფუძნებულია ინცესტის ტაბუზე,  ამ თეორიის მიხედვით  არსებობს უნივერსალური აკრძალვა ნათესაური ქორწინებების წინააღმდეგ და უბიძგებს ადამიანებს ეგზოგამური  (ქორწინება ნათესაური კავშირების გარეთ) ურთიერთობებისკენ. ინცესტის ტაბუ უბიძგებს ადამიანებს რომანტიული პარტნიორი ეძებონ ოჯახის  და სანათესაოს გარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა ძლიერი ახლო ნათესაური რომანტიული და სექსუალური ურთიერთობები.

თუ ადამიანი შესთავაზებდა დას ან ქალიშვილს ოჯახის გარეთა წრეს, მაშინ მოხდებოდა ახლო ურთიერთობების ცვლა, თავის მხრივ კაცი ეძებდა წყვილს სხვა ნათესაური წრეებიდან და ა.შ.  ალიანსის თეორია ექზოგამურ  ურთიერთობებს მოიაზრებს დადებით მოვლენად და მისი განმარტებით ეს იყო კარგი საშუალება პოპულაციებს შორის ჩამოყალიბებულიყო დადებითი აფინურობა.  ადამიანის ასეთი ქცევა წარმოადგენს გლობალურ ფენომენს და  იღებს „ქალების ცირკულაციის“ ფორმას, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა საზოგადოებები უკავშირდებიან ერთმანეთს.

ეგზოგამური ქორწინებების არსი წარმოადგენს არა მარტო ორ ინდივიდს შორის ურთიერთობას, არამედ საზოგადოების ორ ჯგუფს შორის კომუნიკაციის და სიახლოვის საშუალებაა.  ლევი სტროსის მოსაზრებით ნაწილობრივ მისაღები იყო ჯვარედინ ბიძაშვილებს(ის ბიძაშვილები, რომელთაც სხვადასხვა სქესის მშობლები ჰყავთ)  შორის კავშირი (სექსუალური / ქორწინება) . ასეთი ქორწინებების შედეგად ნათესაური ურთიერთობები  მყარდებოდა.  ლევისტროსმა ურთიერთობები დააჯგუფა სამ ძირითად ფორმად. 1) ელემენტარული, 2) ნახევრად კომპლექსური, 3) კომპლექსური.

პირველი იყო დადებითი კავშირი ისეთი ადამიანების, რომლებთაც შეეძლოთ და უნდა დაქორწინებულიყვნენ, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ორს, ისინი წარმოადგენდა ქორწინებებს ისეთ ადამიანებს შორის, რომლებიც არ უნდა დაქორწინებულიყვნენ ერთმანეთზე.