ჰორმონები და ადამიანის სექსუალური ქცევა.

ადამიანის სექსუალობას განსაზღვრავს სასქესო ჰორმონების კონცენტრაცია და მათი ცვლილება სისხლში.  ადამიანის სექსუალობას და მის ქცევაში მნიშვნელოვანი ჰორმონებია: ტესტოსტერონი,  ესტროგენები და პროგესტერონი.

ჰორმონები და  სექსუალური ქცევა ქალებში:

  • ესტროგენების მონაწილეობა ქალების ლიბიდოში ნაკლებია, ამიტომ მათი შემცირება(მენოპაუზის დროს) არ იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას;
  • ტესტოსტერონი –  გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვალში (სათესლეებში მამაკაცებში, მცირე რაოდენობით საკვერცხეებში ქალებში)  თამაშობს ყველაზე მნიშვნელოვან როლს ლიბიდოს განსაზღვრაში ქალებშიც და მამაკაცებშიც .

ჰორმონები და სექსუალური ქცევა კაცებში:

  • მამაკაცში ტესტოსტერონის დონე, როგორც წესი, უფრო მაღალია, ვიდრე ეს ნორმალური სექსუალობის შენარჩუნებისთვისაა საჭირო.  სექსუალურ დისფუნქციას ძალიან იშვიათად იწვევს ტესტოსტერონის დაბალი დონე, ძირითადად სხვა მიზეზებითაა განპირობებული (ასაკი, ურთიერთობების პრობლემები, სხვა სამედიცინო პრობლემები);
  • ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესი  ამცირებს ტესტოსტერონის დონეს;
  • ესტროგენებით, პროგესტერონით და ანტიანდროგენებით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს  ტესტოსტერონის კონცენტრაცია სისხლში.  თავის მხრივ შეიძლება შემცირდეს ლიბიდო, სექსუალური ინტერესი და სექსუალური ქცევა.

ჰომოსექსუალობა – არის ნორმალური სექსუალური ქცევის ვარიაცია.  განაპირობებს პრენატალური ჰორმონული მდგომარეობა (ანდროგენების მაღალი დონე ქალებში, დაბალი დონე მამაკაცებში). ანატომიურად მცირე ცვლილებები გამოიხატება ჰიპოთალამუსის ბირთვებში. გამოხატულია ჰორმონული სხვაობა სხვადასხვა ორიენტაციის ადამიანებს შორის. ჰომოსექსუალობის განვითარებაში განსაზღვრავენ გენეტიკურ ფაქტორებსაც.

სოციალური ფაქტორები მიიჩნევა ნაკლებ განმსაზღვრელ ფაქტორებად.

საშუალოდ პოპულაციის 5 -10 % ჰომოსექსუალია.

ჰომოსექსუალობა არ მიიჩნევა დაავადებად, რადგან ის არ არის დარღვევა და არც მკურნალობას საჭიროებს.