მუნი


მუნი (Scabies) – მუნის ტკიპის მიერ გამოწვეული კანის დაავადებაა, რომელიც გადადის კონტაქტური გზით, შესაბამისად,  სქესობრივი გზითაც (სექსის დროს პარტნიორებს შორის მყარი და ხანგრძლივი კონტაქტის გამო).

გამომწვევი არის მუნის ტკიპა (Sarcoptes scabies). თუ უტრირებას მოვახდენთ, მუნის ტკიპას კუს ფორმა აქვს, ზომებით 0,35 х 0,25 მმ. მამრის ზომები გაცილებით ნაკლებია მდედრის ზომებზე. მდედრი ტკიპა კანზე გადაადგილდება წინა წყვილი ფეხებით. იგი იკვებება ეპიდერმისის მარცვლოვანი შრით და

ეპიდერმისის რქოვანა შრეში ქმნის გასავლებს. კვერცხების ჩალაგება გასავლებში ხდება რიგის სახით. კვერცხის დადებიდან რამდენიმე დღეში იჩეკებიან ტკიპის უმწიფარი ფორმები (ლარვები), რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში გადაიქცევიან ზრდასრულ ფომრმებად. ინკუბაციური პერიოდი 8-12 დღეა.


მუნის ძირითადი სიმპტომებია:

  1. ქავილი, რომლესაც თან ახლავს ნაკაწრებისა და სისხლიანი ქერქების არსებობა. ქავილი მნიშნელოვნად ძლირდება ღამე და სითბოში ყოფნისას;
  2. წყვილად განლაგებული გამონაყარის (ფოლიკულური პაპულების), ან/და ბუშტუკების (ვეზიკულების) არსებობა;
  3. მუნის გასავლების არსებობა (ნაკაწრების სახით, რომლეიც კვერხების არხში განლაგების მიმართულებით ჩნდება);
  4. ხასიათდება „საყვარელი“ლოკალიზაციებით: მტევნები, თითებსშორისი სივრცე, გარეთა სასქესო ორგანოები და დუნდულები.

სასქესო ორგანოებზე მუნის გამოვლინება არის დაწყვილებული გამონაყარის არსებობა მამაკაცებში ჩუჩაზე, სათესლეებზე, პენისის თავზე, ქალებში – დიდ სასირცხვო ბაგეებზე.

მკურნალობა მოიცავს შემდეგ პრეპარატებს: გოგირდის მალამო, ბენზილბენზოატი, სპრეგალი (აეროზოლი).