ადამიანის სექსუალური დისფუნქცია

ადამიანის სექსუალური დისფუნქციის გამომწვევი, მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს: ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ინტერპერსონალური,  კომბინირებული. ყველაზე ხშირად კომბინირებული სახის პრობლემები ჭარბობს.

  • ბიოლოგიური მიზეზები:  ზოგადი სამედიცინო მდგომარეობა – დიაბეტი (ერექტიულ დისფუნქციას იწვევს),  მენჯის ღრუში ადჰეზიები (ფიბროზული ქსოვილის განვითარება, ნაწიბუროვანი ცვლილებები, იწვევს ტკივილს სექსის დროს, დისპარეუნია). წამლების გვერდითი ეფექტები (მაგ. ანტიდეპრესანტები). წამალდამოკიდებულება-ნარკომანია, ჰორმონული და ნეიროტრანსმიტერული ცვლილებები;
  • ფსიქოლოგიური მიზეზები:  ურთიერთობის პრობლემები,  სტრესი, დეპრესია, შფოთვა (შესრულების შიში, დანაშაუის გრძნობა და ა.შ.). მამაკაცებში თუ არსებობს ერექცია ღამე, რემ ძილის ფაზაშიან მასტურბაციის დროს მიუთითებს ერექტიული პრობლემების ფსიქოლოგიურ მიზეზებზე.

დისფუნქცია შეიძლება იყოს პირველადი  ან მეორადი. პირველადია, თუ დისფუნქცია  არსებობდა ყოველთვის, ხოლო მეორადი, გარკვეული პერიოდი ნორმალური სექსუალური ცხოვრების შემდეგ აღმოცენდება.

სექსუალური დისფუნქციის კლასიფიკაცია (DSM IV- TR):

1)      სექსუალური სურვილის დარღვევები (აშლილობა), ჰიპოაქტიური სექსუალური დარღვევა, სექსუალური ავერსიის დარღვევა (აგზნების ფაზის დარღვევა);

2)      სექსუალური აგზნების დარღვევა: ქალებში სექსუალური აგზნების დარღვევა, კაცებში- ერექტიული დისფუნქცია (აგზნების და პლატო ფაზის დარღვევა);

3)      ორგაზმის დარღვევები – ქალების ორგაზმის დარღვევა, მამაკაცების ორგაზმის დარღვევა და ნაადრევი ეაკულაცია (ორგაზმის ფაზის დარღვევა);

4)      დისპარეუნია, ტკივილი სექსის დროს, და ვაგინიზმი (რომელიც ზოგადი სამედიცინო მდგომარეობით გამოწვეული არ არის.

  • ჰიპოაქტიური სექსუალური დარღვევა – ადამიანს არ აქვს ან დაქვეითებული აქვს სექსუალური აქტივობის სურვილი;
  • სექსუალური ავერსიის (არაკეთილგანწყობა, ანტიპათია) დარღვევა – ადამიანი თავს არიდებს სექსუალურ აქტივობას;
  • ქალის სექსუალური აგზნების დარღვევა – ქალების 20 %-ში გამოხატულია, ქალი ვერ ინარჩუნებს საშოს ლუბრიკაციას სქესობრივი აქტის დასრულებამდე;
  • კაცის ერექტიული დისფუნქცია – პირველადი იშვიათია,   მეორად, ვერ აღწევს, ან ვერ ინარჩუნებს ერექციას, სიტუაციური – ერექცია გაძნელებულია კონკრეტულ სიტუაციებში;
  • ორგაზმული დარღვევა – პირველადი, ცხოვრების განმავლობაში. მეორადი-  ადეკვატური სტიმულაციის გარეშე ადამიანს არ შეუძლია ორგაზმის მიღწევა;
  • ნაადრევი ეაკულაცია – ეაკულაცია იქამდე, ვიდრე  მამაკაცს სურვილი აქვს. ამ დროს პლატო ფაზა არის შემოკლებული, ხშირად ასოცირებულია შფოთვასთან. სიხშირით მეორეა მამაკაცთა სექსუალური დისფუნქციის დროს;
  • ვაგინიზმი – საშვილოსნოს ქვედა მესამედის ძლიერი სპაზმი, თანმხლები ტკივილით ან მის გარეშე;
  • დისპარეუნია – გამოხატულია სექსის დროს ტკივილით (მაშინ, როცა მენჯის ღრუ პათოლოგიის გარეშეა, ფუნქციური დისპარეუნია). მენჯის პათოლოგიის დროს, გამოხატულია მენჯის ანთებითი დაავადებების დროს.  ყველაზე ხშირად იწვევს ქლამიდია, ყველაზე სერიოზულია გონორეა.  უფრო ხშირად ვლინდება ქალებში, იშვიათად მამაკაცებში.