თავდაცვის ეფექტური საშუალებები

სტატიაში განხილულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (სგგი) თავდაცვის საშუალებები ეფექტურობის მიხედვით – ყველაზე ეფექტურიდან ნაკლებად ეფექტურისკენ.

პრეზერვატივიჟანრის კლასიკა

თავდაცვის კლასიკური საშუალება პრეზერვატივია. იგი იცავს არა მხოლოდ არასასურველი ორსულობისაგან, არამედ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან (სგგი). რა თქმა უნდა 100% გარანტიას არ იძლევა, მაგრამ ყველა სხვა ვარიანტზე უკეთესად იცავს. 100% გარანტიას არ იძლევა იმიტომ, რომ პრეზერვატივს შეიძლევა გაუჩნდეს მცირე ბზარი, ნახეთქი,. რომელიც უკვე არის მიკრობების სასქესო ორგანოებზე მოხვედრის გზა. რაც შეეხება კანის სექსობრივი გზით გადამდებ დაზიანებებს (მუნი, ბოქვენის პედიკულოზი, კონტაგიოზური მოლუსკი) პრეზერვატივი ამ შემთხვევაში ვერ იძლევა დაცვას.

რეგულარული ვიზიტები ვენეროლოგთან

თუკი პრეზერვატივის რეგულარულ მოხმარებას დაურთავენ ვენეროლოგთან ვიზიტებსაც, მაშინ ადამიანს შეუძლია თავის დაზღვეულად იგრძნოს რამდენიმე დაავადების მხრივ: სიფილისი, ქლამიდიოზი, ჰაპატიტი და ა.შ.

ანტისეპტიკები

ამ მეთოდს მიეკუთვნება როგორც „ელემენტარული“ მარგანეცის ხსნარი, ასევე სამედიცინო სპირტი და სპეციალური პრეპარეტები – მირამისტინი, ქლორჰექსიდინი და მათი ანალოგები, რომლებითაც უნდა დამუშავდეს გარეთა სასქესო ორგანოები, პირის ღრუ, შეჰყავთ ურეთრაში, საშოში, სწორ ნაწლავში. სხვადასხვა მონაცემებით ამ მეთოდის ეფექტურობა 50-70 %.

გამორეცხვა

გამორეცხვა იმისთვისაა იდეაში, რომ არასასურველი მიკროორგანიზმები მოსცილდეს ქალის სასქესო ორგანოებს (საშოს, საშვილოსნოს ყელის არხს). გამორეცხვის გამო ინფექციის გამოვლინება გაცილებით ძლიერი შეიძლება იყოს და შედარებით ძნელად ემორჩილება მკურნალობას, რადგან, მაგ, ქლორის შემცველი ხსნარების გამოყენებისას ირეცხება არა მარტო პათოლოგიური, არამედ საშოს ნორმალური მიკროფლორაც, რომელიც ჩანაცვლდება ე.წ. პირობით პათოგენური ფლორით, კერძოდ კი, გარდნერელათი – Gardnerella vaginalis. რაც თავის მხრივ ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევი მიზეზია.

სპარმიციდები

ვაგინალური სპერმიციდები, ლუბრიკანტების სპერმიციდებით, გინეკოლოგიური სანთლები, მხოლოდ ამცირებენ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რისკს. თუმცა აქ არ არის საუბარი სერიოზულ დაცვაზე. მათ არ შეუძლიათ „მოერიონ“ გონოკოკებს, ქლამიდიას, ადამიანის იმუდოდეფიციტის ვირუსს და ა.შ. მათი ძირითად ფუქნცია სპერმაპოზოიდების მოკვლა, ან მათთვის მოძრაობის უნარის შეზღუდვაა, რაც პრაქტიკულად მათი სიკვდილის ტოლფასია, შესაბამისად, სპერმიციდები მხოლოდ არასასურველი ორსულობისაგან იცავენ.

სგგი-ს მედიკამეტოზური პროფილაქტიკა

სგგი-სგან თავდაცვის მიზნით დაუცველი სექსის შემდეგ ანტიბიოტიკების მიღებას აზრი მხოლოდ სექსიდან 24-48 საათში აქვს და ამასთნა ადამიანს აქვს მნფორმაცია იმ დაავადების შესახებ, რითიც მისი პარტნიორი იყო დაინფიცირებული. სხვა შემთხვევაში გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები< ტუმცა შედარებით ნაკლები ეფექტურობით.

სგგი-ს ვაქცინოპროფილატიკა

ძალიან ბევრი სგგი-სგან ვაქცინ არ არსებობს, ამიტომ ადამიანის ჯანმრთელობა ამ კუთხით მის სიფრთხილეზეა დამოკიდებული. თუმცა რაღაც ძვრები ამ საკითხში არსებობს, მაგ, В ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე ფართოდ არის დანერგილი მედიცინაში. ბოლო წლებში ადამიანის პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ ჰპოვა ფართო გამოყენება.

ვაქცინები სგგი-ს მკურნალობაში

ვაგინოზებისა და მორეციდივე ტრიქომონიაზის კომპლექსურ მკურნალობასა დაპროფილაქტიკაში სადღეისოდ გამოიყენება ვაქცინები, რომლებიც ორგანმიზმის სპეციფიურ და არასპეციფიურ იმუნოლოგიურ რეაქციებს ააქტივებენ და ნორმალური მიკროფლორის აღდგენას უწყობენ ხელს.