სექსუალური თამაშები

სექსუალური თამაშები წყვილის ცხოვრებაში დიდ მრავალფეროვნებას ქმნის. მთავრი მოქმდები პირი და შემოქმედი სექსუალური თამაშებისა არის ქალი. ანუ მან უნდა იაქტიუროს, მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე სცენარის მოფიქრება, შესაბამისად ჩაცმა და მოქცევა, რომ პარტნიორს ასიამოვნოს. რატომღაც ძალიან მომინდა დღეს ამაზე დამეწერა. ქართველ ქალს თითქოს არ აქვს ფანტაზია, თითქოს არ უნდა ერთხელ მაინც წავიდეს საცვლების მაღაზიაში და ძალიან სექსუალური საცვლები იყიდოს იმის ნაცვლად, რომ “ეს ფული ოჯახს მოახმაროს”!!!

ყველა კაცს,  ხაზს ვუსვამ, ყ ვ ე ლ ა ს, სიამოვნებს, როცა სახლში მისულს ცოლი რაღაც განსაკუთრებულს ახვედრებს, განსაკუთრებულად აცვია, განსაკუთრებულ ვნებას აფრქვევს და პარტნიორსაც აღაგზნებს.

უნდა ვაღიაროთ ქალებმა, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე მრავალფეროვნების უზრუნველყოფა, ჩვენ უნდა გქვონდეს სათანადო ფანტაზია, რომ საკუთარ თავსაც ვასიამოვნოთ და მასაც.

სტატიას დავურთავ რამდენიმე ფოტოს, სადაც ეშმაკუნა, მხიარული და ჭკვიანი ქალების ფოტოებია, რომელთაც უნდა ვაღიაროთ, რომ მამაკაცებისთვის “მადის აღმძვრელად აცვიათ”.