სპერმოგრამის ანალიზი

სპერმოგრამის ანალიზის დროს ძირითადი ტერმინებია ნორმოსპერმია, ოლიგოსპერმია, ასთენოზოოსპერმია, ტერატოზოოსპერმია, აზოოსპერმია, ასპერმია.

მამაკაცის ეაკულატის გამოკვლევა მამაკაცის ფერტილობის შეფასებისას ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის მიხედვით კატეგორიებად დაყოფა:

А კატეგორია – აქტიურად მოძრავი, В კატეგორია – სუსტად მოძრავი, С კატეგორია – სუსტად მოძრავები, წრიული მოძრაობით, D კატეგორია – უძრავები.

შესაძლო დეფექტების აღმოსაჩენად სასურველია რამდენიმე ტერმინის ცოდნა:

ნორმოსპერმია – სპემატოზოიდების რაოდენობა 1 მლ ეაკულატში 20-120 მლნ, აქედან 70% მოძრავი;

ოლოგოსპერმია – სპერმატოზოიდების შემცირება 1 მლ სპერმაში, მათი რაოდენობა 20 მლნ-ზე ნაკლებია;

ასთენოზოოსპერმია – А და В კატეგორიის სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის პროგრესული დაქვეითება, А + В ნაკლებია 50%;

ტერატოზოოსპერმია – ნორმალური აგებულების სპერმატოზოიდების რაოდენობა 30%-ზე ნაკლებია;

აზოოსპერმია – ეაკულატში სპერმატოზოიდების არ არსებობა;

ასპერმია – ეაკულატის (სპერმის) არ არსებობა.