კარგი სექსი, პარტნიორის ერთგულება და ხანგრძლივი სიცოცხლე

სექსი საუკეთესო საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკისა. ამაზე მეტყველებს იტალიური სექსუალური მედიცინის საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

„კვლევებმა აჩვენა, რომ სექსუალურად აქტიური და პარტნიორის ერთგული მამაკაცები გაცილებით მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით და ცოცხლობენ მეტხანს.“ – განაცხადა კვლევის კოორდინატორმა ემანუელ ჯანინიმ.

სექსუალური აქტივობის დროს გამოიყოფა მეტი ტესტოსტერონი, რაც ამცირებს დეპრესიის რისკს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და მეტებოლიზმს. ტესტოსტერონის მაღალი შემცველობა „წვავს“ ჭარბ გლუკოზას და ამცირებს სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 4 ათასმა ადამიანმა. იმ პირების გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მაჩვენებელი, რომლებიც პარტნიორს ღალატობდნენ, გაცილებით ცუდი იყოს, ვიდრე პარტნიორის ერთგული მამაკაცებისა. მეცნიერები ამას სიმართლის დამალვით და ღალატით გამოწვეული სტრესით ხსნიან.

არააქტიურმა სექსუალურმა ცხოვრებამ შესაძლოა მძიმე დეპრესია გამოიწვიოს.