საკვების გავლენა სპერმის ხარისხზე

სან პაულოს უშვილობასთან ბრძოლის ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კვებას მამაკაცის სპერმის ხარისხზე ახდენს გავლენას.

თავისი დასკვნები მეცნიერებმა გამოიტანეს 250 მამაკაცის გამოკითხვით, რომლებიც მეუღლეებთან ერთდა მოდიოდნენ უშვილობის სამკურნალოდ ექიმთან ვიზიტებზე. მეცნიერები ეკითხებოდნენ მამაკაცებს რამდენად ხშირად იყენებდნენ ისინი კვებაში ხილს, ბოსტნეულს, მარცვლოვნებს, თევზს. შეკითხვები იყო ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაზეც. გარდა ამისა სხეულის მასის ინდექსის გამოთვლაც შედიოდა კვლევის პროცესში.

პარალელურად კვლევის მონაწილეების სპერმა მოწმდებოდა სპარმატოზოიდების კონცენტრაციასა და აქტივობაზე. აღმოჩნდა, რომ სპერმის ხარისხზე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებდა ჭარბი წონა, თამბაქო, ყავის ხშირი გამოყენება და ალკოჰოლი. გარდა ამისა, ნაკლებად აქტიურები იყვნენ ის მამაკაცების სპერმატოზოიდები, რომლებიც ხშირად მოიხმარდნენ წითელ ხორცს. ამავე დროს ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლოვნების ჩართვა ყოველდღიურ რაციონში ჩართვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სპერმის ხარისხს. კვლევამ აჩვენა, რომ სწორედ ხილი ზრდის სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს.