აბსტინენცია, ერთგულება, კონდომის გამოყენება

ეს სტრატეგია ცნობილია ამერიკაში ABC  სტრატეგიის სახელით, ან აბსტინენციას + სექსუალური განათლება. ეს სტრატეგია მიმართულია სექსუალური აქტივობისშედეგად ზარალის შემცირებისკენ ახალგაზრდებში.  მარტო აბსტინენცია სტრატეგია გულისხმობს სექსისგან თავშეკავებას ქორწინებამდე, ის არ ასწავლის ადამიანებს უსაფრთხო სექსის და კონტრაცეპტივების შესახებ.   ხოლო სრულყოფილი სქესობრივი განათლება მოიცავს, როგორც აბსტინენციის შესახებ პროგრამას, ასევე უსაფრთხო სექსის, და კონტრაცეპტივების შესახებ ინფორმაციას.

სტრატეგია შემუშავებულ იქნა აფრიკაში აივ-ინფექციის გავრცელების საპასუხოდ.  აგრეთვე ის წარმოადგენს პრევენციას სქესობრივი გზით გადამდები დაავადების განვითარებისთვის.

აბსტინენციაზე დაფუძნებული სქესობრივი განათლება გულისხმობს ადამიანის რეპროდუქციული საკითხების შესწავლას, ძირითად ბიოლოგიას.  აივ- ინფექციის შესახებ ინფორმირებას და ქორწინებამდე სექსის მასტურბაციის ჩანაცვლებას.  იდეალურ შემთხვევაში, მხოლოდ ქორწინების ფარგლებში სექსს, ერთი ხანგრძლივი სექსუალური პარტნიორის ყოლას. კონდომის და უსაფრთხო სექსის სხვა ელემენტების გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ მაშინ, თუ ერთი სექსუალური პარტნიორის ყოლა ვერ ხერხდება.  ეს სტრატეგია გამოიყენება ძირითადად აფრიკის ქცვეყნებისთვის თან ახლავს ნაწილობრივი დადებითი შედეგები.

აბსტინენცია – იგივე თავშეკავება მოუწოდებს ახალგაზრდებს სექსუალური თავშეკავებისკენ ქორწინებამდე.  თავშეკავება საუკეთესო გამოსავალია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილებისთვის.

ერთგულება – აბსტინენციასთან ერთად პროგრამა მოუწოდებს ადამიანებს ერთგულებისკენ, რაც გამოიხატება შემთხვევითი სქესობრივი კავშირების თავიდან აცილებით. ამ პროგრამის წარმატების შესახებ განცხადებული იქნა უგანდაში პრეზიდენტ მუსევანის მიერ, მისი მოხსენებით 20 % ერთგულების გაზრდა  11% -ით ამცირებს შიდსის გავრცელების რისკს.

კონდომის გამოყენება –  უკანასკნელი კომპონენტი გულისხმობს კონდომის სწორ და პერსისტენტულ გამოყენებას, მაშინ, როცა შემთხვევიტ სქესობრივი კავშირებისგან თავშეკავება ვერ ხერხდება და ადამიანს ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავს.