სექსი და ინფარქტი

მეცნიერები ტაფტის და ჰარვარდის სკოლის ჯანდაცვის ცენტრებიდან მივიდნენ დასკვნამდე, რომ არარეგულარული სექსი უფრო ხშირად არის ინფარქტის მიზეზი, ვიდრე რეგულარული სექსი.

ინფარქტის რისკი 3-ჯერ მეტია მათში, ვისაც არარეგულარულად არქვს სექსი, ვიდრე მათში ვისაც რეგულარული სექსი აქვს.

ჯამში, რაც უფრო აქტიურია ადამიანი სქესობრივად და ფიზიკურად, მით ნაკლებია ინფარქტის რისკი – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „Journal of the American Medical Association”.

გულის კუნთის სიჯანსაღისთვის ყოველდღიური 30 წუთიანი აქტივობა აუცილებელია, არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს სექსი, სწრაფი სიარული, თუ ბაღში მუშაობა, ან ყველაფერი ერთად, თუმცა სექსს აქვს უპირატესობა, რადგან სექსის გულზე დატვირთვა მეტია და ორგაზმის დროს უამრავი აქტიური ნივთიერება გამოიყოფა – აღნიშნავს ბრიტანული კარდილოგიური ფონდის (British Heart Foundation) წარმომადგენელი ემი ტომპსონი.