ანეაკულაცია

ანეაკულაცია არის პათოლოგიური პროცესი, რომლის შედეგადაც ადამიანს (მამაკაცს) არ შეუძლია ეაკულაცია, ანეაკულაციას შეიძლება თან ახლდეს ორგაზმი ან ორგაზმის გარეშე იყოს, დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე.

ანეაკულაციის გამომწვევი მიზეზები შემდეგია( ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით):

  • სექსუალური ინჰიბიცია;
  • ფარმაკოლოგიური ინჰიბიცია;
  • ავტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევა;
  • პროსტატექტომია;
  • ეაკულატორული სადინრის ობსტრუქცია.

ანეაკულაციას, როცა ორგაზმი ახლავს თან ძალიან ძნელია მისი დიფერენცირება რეტროგრადული ეაკულაციისგან.  ასეთ შემთხვევაში ინფორმატიულია შარდის ანალიზი, თუ შარდში სპერმატოზოა არ აღმოჩნდება, ე.ი. რეტროგრადული ეაკულაცია არ არის გამოხატული.  ორგაზმის არსებობის დროს ერთ-ერთ ხშირ ანეაკულაციის მიზეზს წარმოადგენს ეაკულატორული სადინრის ობსტრუქცია, განსაკუთრებით მაშინ თუ ადამიანი გრძნობს კუნთების სუსტ სპაზმს (შეკუმშვას), ორგაზმის დროს.