ინფექციური პაროტიტის (ყბაყურას) გავლენა შვილოსნობაზე

ყბაყურა, ანუ ეპიდემიური პაროტიტი – ინფექციური დაავადებაა, რომლებიც სანერწყვე ჯირკვლების, უპირატესად კი ყბაყურა ჯირკვლების დაზიანებით გამოიხატება. ყველაზე ხშირი პაროტიტით ავადობა არის 3-15 წლის ასაკშ, მოზრდილები გაცილებთ იშვიათად ავადმყოფობენ ამ ინფექციით. გამომწვევი არის ვირუსი, რომლებიც სისხლში ხვდებიან ცხვირის ლორწოვანიდან, პირის ღრუდან, ხახის ლორწოვანიდან. ვირუსი მრავლდება ორგანიზმში და აზიანებს სხვადასხვა ჯირკვლებს, უპირატესად ყბაყურა ჯირკვალს და ხშირად რისკის ქვეშ არის სასქესო ჯირკვლები, უმეტესად, ვაჟებში სათესლე ჯირკვლები.

სათესლეების ძლიერი ანთების დროს არანამკურნალევ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ზიანდება სათესლეების ფუნქციები.

სათელეების ანთება (ორქიტი) ძირითადად ვითარდება მეექვსე დღეს. როცა ვირუსი გადადის სათესკლეების მიდამოში და იწყებს ანთებით პროცესებს., ეს შესამჩნევია ადვილად: სათესლეები წითლდება, შუპდება, ზომაში მატულობს და ჩნდება ტკივილი. ჩვეულებრივ პროცესი იწყება ერთ სათესლეში და რამდენიმე დღეში პროცესში ერთვება მეორე სათესლეც. იშვიათად ზიანდება ორივე სათესლე ერთად და პრაქტიკულად არ აღინიშნება მხოლოდ ერთის დაზიანება, თუკი პროცესი ერთზე მიდის, მეორეზეც განვითარდება.

დაავადებამ შიეძლება სათესლის დაკარგვის რისკი (ანუ სათესლის უფუნქციობის) შექმნას, ამიტომაც ყბაყურა და მამაკაცის უშვილობა ხშირად ერთად მოიხსენიება.

ჩვეულებრივ შემთხვევაში ყბაყურას არ ახლავს სათესლეების ისეთი დაზიანება, რომ უშვილობა გამოიწვიოს, სათესლის დაზიანება მხოლოდ პაროტიტის მძიმე მიმდინარეობის დროს აღინიშნება. თუკი მამაკაცმა პაროტიტი გადაიტანა ზრდასრულ ასაკში და უშვილოა, მაღალი ალბათობით ამის მიზეზი სწორედ გადატანილი პაროტიტია.

არსებობს ჰიპოთეზა, რომ პაროტიტი გოგონებში აზიანებს საკვერცხეებსაც, იწვევს ოოფორიტს, რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემდეგში უშვილობით ვლინდება. თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ უშვილობის მიზეზი მამაკაცებში პაროტიტი 1,5-ჯერ ხშირად არის, ვიდრე ქალებში.