ქალის იმუნიტეტისა და მამაკაცის სპერმის შესაფერისობა

ავსტრიელმა პროფესორმა სარა რობერტსონმა ივარაუდა, რატომ ფეხმძიმდებიან ქალები ზოგიერთი მამაკაცისგან ერთი სექსით, სხვა მამაკაცისგან კი წლები ვერ ორსულდებიან.

სარა რობერტსონი დარწმუნებულია, რომ ქალის იმუნიტეტს შეუძლია აირჩიოს შესაფერისი სპერმის მქონე მამაკაცი. შესაფერისი მამაკაცის სპერმას შეუძლია ქალის ორგანიზმში გამოიწვიოს ცვლილებები და იმუნურმა სისტემამ სპერმა არ აღიქვას „უცხოდ“, შესაბამისად სპარმატოზოიდები ადვილად გაიკვალავენ გზას კვერცხუჯრედისკენ.

„შეუფერებელი“ მამაკაცის სპერმას კი ქალის იმუნიტეტი აბლოკირებს. ეს მოსაზრება მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა და კვლევებით არ არის დასაბუთებული. თუმცა სარა რობერტსონი აპირებს ჩაატაროს ამ საკითხზე კვლევები და დარწმუნებულია, რომ მისი მოსაზრება დამტკიცდება.