არეოლა

არეოლა ლათინური წარმოშობის სიყვაა (area-ს კნინობითი ფორმა) ნიშნავს ღია სივრცეს, წარმოადგენს ანატომიურ ერთეულს.  მკერდზე კერტების (ძუძუსთავის) გარშემო პიგმენტირებული უბანი არეოლაა. არეოლა შეიძლება გამოიყენებოდეს სხვადასხვა ანთებითი პროცესების ფერშეცვლილი უბნის აღსანიშნავადაც.

არეოლა ქალებში მდებარეობს კერტების გარშემო, კერტები წარმოადგენს  სარძევე ჯირკვლების სადინრების გამოსავალ ნაწილს, საიდანაც ლაქტაციის პერიოდში რძე მოედინება. კერტების უბანი მკერდის ზედაპირიდან უმეტეს შემთხვევაში ამოზნექილია.

არეოლებზე იხსნება მცირე (ცხიმოვანი) ჯირკვლები, რომლის შედეგადაც ხდება კერტების ლუბრიკაცია ( Montgomery’s glands), ეს დამატებითი ჯირკვლები იცავს ძუძუსთავებს წოვის დროს გაღიზიანების და დასკდომისგან.  ჯირკვლები შეიძლება იყოს გამოკვეთილი და ამოზნექილი ზედაპირიდან, შესაძლოა იყოს შეუმჩნეველი.

არეოლას განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს  პიგმენტები: ეუმელანინი (ყავისფერი პიგმენტი და ფეომელანინი (წითელი პიგმენტი). არეოლას ფერი შეიძლება იყოს ღია მოვარდისფრო, მოყვითალო, ფერმკრთალი ვარდისფერი, მოწითალო, მოყავისფრო, ან ყავისფერი თითქმის შავი.  არეოლის ფერის ტონალობა ხშირად შეესაბამება ადამიანის კანის ფერს (ღია ფერის კანს ღია არეოლა აქვს,მუქ კანს მუქი ფერის).

არსებობს მოსაზრება, არეოლას პიგმენტაცია მნიშვნელოვანია ახალშობილისთვის, რათა მან ადვილად დაინახოს კერტები ძუძუს წოვისთვის.

არეოლების ფერი შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების ეპიზოდების, ასაკის და ჰორმონული მდგომარეობის მიხედვით.

არეოლები მუქდება ორსულობის პერიოდში, მშობიარობის შემდგომ კი ნელ-ნელა თავის ძველ ფერს უბრუნდება, თუმცა ეს მოვლენა არ არის უნივერსალური, მკვეთრად ვარიაბელური და ინდივიდუალურია.

არეოლების ზომა განსხვავდებია ასაკის და სქესის მიხედვით. სექსუალურად მომწიფებულ ქალებში არეოლის ფართობი, როგორც წესი უფრო დიდია, ვიდრე მამაკაცებში, ბიჭებში და სექსუალურად მოუმწიფებელ გოგონებში.

მამაკაცის არეოლის საშუალო დიამეტრი 2,5 მმ-ია.  ქალის არეოლის დიამეტრი საშუალოდ 3,8 სმ-ია.  თუმცა დიამეტრის ფართობი მკვეთრად ვარიაბელურია და შეიძლება აღწევდეს 10 სმ-საც.  დიდი არეოლები აქვთ ძირითადად ქალებს ლაქტაციის დროს და დიდი მკერდის არსებობის შემთხვევაში.

არეოლების მდგომარეობის შეფასება ხდება  Tanner scale – ის სკალით. პირველ ოთხ სტადიაზე არეოლები კანთან შედარებუთ ამოზნექილია, ხოლო მეხუთე სტადიაში არაპიგმენტური კანის დონეზეა.

არეოლების პათოლოგიაში მნიშვნელოვანია პეჯეტის დაავადება, რომლის დროსაც ხდება კერტების უჯრედებიდან სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა. მას ეკზემის შეხედულება აქვს გარეგნულად.