ტესტოსტერონის დონის დაქვეითება

ტესტოსტერონი მამაკაცის ძირითადი სასქესო ჰორმონია. იგი გამოიყოფა მამაკაცებში სათესლის ლეიდიგის უჯრედების მიერ, ქალებში მცირე რაოდენობით საკვერცხეების მიერ და ორივე სქესში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ. ტესტოსტერონი გამომუშავდე მუცლადყოფნის პერიოში 17-ე კვირიდან და დაბადებიდან დაახლოებით ათი თვე. შემდეგ 10-13 წლამდე საერთოდ არ სინთეზდება. 50 წლის შემდეგ მისი პროდუქცია სწრაფად ეცემა და 80 წლისთვის 20-50% აღწევს.

ტესტოსტერონი უზრუნველყოფს სხეულის მასკულინიზაციას, სათესლეების დაშვებას და რაც მთავარია, ლიბიდოს სქესობრივად მომწიფებულ მამაკაცში.

ტესტოსტერონის დონის ცვლილებები სერიოზულ პრობლემებს ქმნის სექსუალური კუთხით, ამიტომ პაციენტებში ანამნეზის შეკერბის გასამარტივებლად შეიქმნა უამრავი ანკეტა. შედარებით პოპულარული ADAM-ის (Androgen Deficiency in Aging Males questionnaire) მიერ შექმნილი ათ შეკითხვიანი ანკეტაა:

  • აღგენიშნებათ თუ არა სექსუალური ლტოლვის დაქვეითება?
  • გრძნობთ თუ არა ენერგიის დეფიციტს?
  • გრძნობთ თუ არა ძალისა და ამტანობის დაქვეითებას?
  • შესუსტდა თუ არა თქვენი ზრდა (ეს შეკითხვა მოზარდებისთვისაა)?
  • შემცირდა თუ არა „ცხოვრებით ტკბობის“ შეგრძნება?
  • გაქვთ თუ არა სევდა და გაღიზიანებულობის განცდა?
  • გახდა თუ არა თქვენი ერექციები შედარებით სუსტი?
  • ხომ არ უკავშირებთ პრობლემებს სპორტს?
  • ხომ არ შენიშნეთ შუადღე ძილის მოთხოვნილება?
  • შრომისუნარიანობა ხომ არ დაგიქვეითდათ?

ტესტოსტერონის დონის დაქვეითება მთელ რიგ ცვლილებებს ორგანიზმში.

სასქესო სისტემა:

  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • ერექტიული დისფუნქცია;
  • სასქესო თმიანობის შემცირება;
  • სათესლეების ზომაში შემცირება.

ნერვულ ემოციური სფერო:

  • მომატებული აგზნებადობა;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითება;
  • დეპრესია;
  • უძილობა;
  • სასიცოცხლო ენერგიის შემცირება.

კანი, ძვლები, კუნთები, ცხიმოვანი ქსოვილი:

  • კუნთოვანი მასისა და ძალის შემცირება;
  • ცხომოვანი ქსოვილის მასის მატება;
  • ოსტეოპოროზი;
  • კანის ტონუსისა და სისქის მატება.

სხვა ცვლილებები:

  • გინეკომასტია (იშვიათ შემთხვევაში, ძირითადად ასოცირებულია ჰიპერპროლაქტინემიასთან);
  • ვაზომოტორული ცვლილებები (სახის აალება, სიცხის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ჰაერის უკმარისობის ნიშნები, მომატებული ოფლიანობა).

მკურნალობა სისხლის შრატში ანდროგებენის (ამ შემთხვევაში ტესტოსტერონის) დონის მომატებას ემსახურება. არსებობს ორი მიდგომა: ჩანაცვლებითი თერაპია, ან მასტიმულირებელი თარაპია.

ჩანაცვლებითი თერაპია მოიცავს:

  • ტესტოსტერონის პროპიონატი და ფენილპრპიონატი;
  • ტესტოსტერონის კაპრონატი;
  • ტესტოსტერონის ენანტატი;
  • ტესტოსტერონის ციპიონატი;
  • ტესტოსტერონის კომბინირებული ეფირები;
  • ტესტოსტერონის მიკროსფერები.