ალკოჰოლის გავლენა სექსუალურ სფეროზე

გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს ალკოჰოლის გავლენა მამაკაცისა და ქალის სექსუალურ ფუნქციაზე. ყველაფერი მიღებული სასმელის დოზასა და ადამიანის ქცევაზეა დამოკიდებული.

ალკოჰოლის მცირე დოზების დროს მამაკაცი შედარებით ადვილად იგზნება, უმჯობესდება ნაადრევ ეაკულაციაზე კონტროლი. ქალები თავს მეტად გახსნილად გრძნობენ, ეს აძლიერებს ორგაზმის განცდას. ალკოჰოლის მცირე დოზაც კი იწვევს სექსუალური ლტოლვისა და აგრესიის ზრდას, რაც გამოიხატება ან ვნებიანი სექსით, ან ჩხუბით.

ალკოჰოლის ზომიერი დოზის შემთხვევაში სქესობრივი აქტი ჭიანურდება მამაკაცის მხრიდან, ჩნდება პრობლემები ერექციის შანარჩუნების დროს, ხშირად არ აღინიშნება ორგაზმი. ქალებში ორგაზმის სიღრმე და ხანგრძლივობა ქვეითდება.

ალკოჰოლის მაღალი დოზების დროს მამაკაცეს აღენიშნება ერექტიული დისფუნქცია, აგრესიულობა, მტკივნეული და მწირი ეაკულაციები. ქალები ამ დოზებში ალკოჰოლის მიღების დროს უმეტესად ვერ განიცდიან ორგაზმს.

აქ საუბარია ალკოჰოლის ერთჯერად და იშვიათ მირებაზე, მაგრამ როცა ალკოჰოლის მიღება იღებს სისტემატურ ხასიათს, ყალიბდება ალკოჰოლზე დამოკიდებულება, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის სექსუალურ სფეროში. ალკოჰოლით ბოროტად სარგებლობის ხშირი გართულებაა ტესტოსტერონის დონის დაქვეითება და ფემინიზაცია (სარძევე ჯირკვლების ზრდა, თმიანობის შემცირება და/ან ქალური ტიპის თმიანობა), უშვილობა და იმპოტენცია. ქალებს ემუქრებათ ასეთ დროს ამენორეა, ფრიგიდულობა და უნაყოფობა.

საბოლოო ჯამში ერთჯერადი გამოყენება მცირე დოზებით არის სასარგელო და დადებითი, მაგრამ ხშირი გამოყენება იმდენაც ცუდია, რომ ალკოჰოლის გამოყენება სტიმულაციის საშუალებად არ ღირს.