ანასირმა

ანასირმა (Anásyrma, anasyrmós) არის ჟესტიკულაცია რომლის დროსაც ადამიანი ზევით სწევს საკუთარ ტანსაცმელს (კაბა, ქვედატანი, კალთა). ანასირმა გამოიყენებოდა სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებში, ეროტიციზმის და „უხამსი“ ხუმრობების დროს.  ტერმინი ანასირმა გამოიყენება  ხელოვნების ნამუშევრების აღწერისთვისაც. ანასირმა განსხვავდება ფლეშინგისგან (იგივე ექსჰიბიციონიზმი). ექსჰიბიციონიზმის დროს ადამიანი სექსუალურად აღიგზნება საკუთარი გენიტალიების სხვებისთვის ჩვენებით.  ხოლო ანასირმას დროს მოქმედება სრულდება მაყურებელზე ზემოქმედების მიზნით.

ანასირმას შეიძლება ჰქონდეს განზრახ პროვოკაციული სახე და მოიცავდეს საკუთარი გენიტალიების ან დუნდულოების ჩვენებას მაყურებლის აგზნების მიზნით.

ანასირმას ყველაზე ცნობილი მაგალითია  Aphrodite Kallipygos აფროდიტე კალიპიგოსი (მარმარილოს ულამაზესი ქანდაკებაა).

სხვადასხვა ტრადიციებით  ანისირმა გამოიყენება აპოტროპიაკული(მაგიური ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ბოროტი სულების განდევნას ან აცილებას)  განზრახვით, მიმართულია ბოროტი სულების დაცინვის, დაფრთხობისმ წყევლის  ნიშნად( mooning.- ის მსგავსად).

Pliny the Elder იყო რომაელი  ნატურალისტი ფილოსოფოსი, რომელმაც დაწერა „ნატურალური ისტორია“ ენციკლოპედია, რომელიც გამოქვეყნდა 77-79 წლებში, სადაც ეწერა, რომ თუ ქალი მენსტრუაციის პერიოდში თუ გაიშიშვლებდა საკუთარ სხეულს თავიდან აიცილებდა სეტყვას, ქარიშხალს და ჭექა-ქუხილს. ნებისმიერი რამ რასაც შეეხებოდა, იქცეოდა მჟავედ(მაგ. ღვინო, ხორცი და ა.შ.) ქალს შეეძლო ზღვაზე შტორმიც კი ჩაეცხრო თუ გაიხდიდა.

ირლანდიაში და ჩინეთში მიიჩნეოდა, რომ ქალი თუ კაბას აიწევდა ამით მტერსაც შეაშინებდა და განდევნიდა (The Irish Times September 23, 1977).  ბალკანეთის  ფოლკლორის მიხედვით, თუ წვიმა არ წყდება, ქალს შეუძლია გავიდეს მინდორში გაშიშვლდეს და ამით ღმერთებს მისცემს ნიშანს რათა წვიმა შეწყდეს.

აფრიკაში (გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებში) დღესაც მიიჩნევა, რომ ანასირმა არის წყევლა, რომ ქალები ბადებენ სიცოცხლეს და მათვე შეუძლიათ მისი წართმევა. თუ კაცი გახდებოდა ანასირმის „მსხვერპლი“ მას არავინ უპატრონებდა, არავინ იზრუნებდა, არავინ იქორწინებდა მასზე და მიიჩნეოდა  დაღუპულად.  ასეთი მუქარა, წარმატებით გამოიყენებოდა ნიგერიაში ნავთობ ინდუსტრიის გამაპროტესტებელი მასის წინააღმდეგ.

აგრეთვე Leymah Gbowee (2011 ნობელის  მშვიდობის  პრემია მიიღო)იგივეს აკეთებდა ლიბერიაში მეორე სამოქალაქო ომის დროს.

ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს რიტუალი Eleusinian mysteries რომელიც ასოცირებულია ანასირმასთან.

ბერძნულ ხელოვნებაში არსებობს ე.წ. „ბაუბო“-ს ფიგურები, რომლებსაც ძირითადად აქვთ ქალის სხეულის ქვედა ნაწილის ფორმა,  სახე შეერთებულია სხეულთან, ქანდაკებებს ნაწილობრივ ფალოსის ფორმაც აქვთ ეს ფიგურები გამოიყენება ანასირმის გამოხატვისთვის.