მამაკაცის ინტიმური ქირურგია

უკანასკნელ წლებში უროლოგიურ ქირურგიასა და პლასტიკურ ქირურგიაში გამოჩნდა ახალი მიმდინარეობა – ინტიმური ქირურგია. მამაკაცის ინტიმურ ქირურგიაში კეთდება ოპერაციები სათესლე პარკებზე, სათესლეებზე, პენისსა და ურეთრაზე. ყველაზე ხშრად წარნმოებული ოპერაციებია პენისზე ჩატარებული ოპერაციები.

პენისი საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანოა მამაკაცისათვის, რადგან ასრულებს სამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას – კოპულაციური, რეპროდუქციული და შარდვის. შესაბამისად მსგავსი ოპერაციების საწარმოებლად საჭიროა მაღალი ქირურგიული ტექნოლოგიები. პენისის კავერნოზული სხეულების ბიომექანიკური განსხვავებები, კანისა და ფასციური შრეების უჩვეულო კავშირები, ურეთრისა და ერექტიული ქსოვილის ერთიანობა საჭიროებს ახალი ოპერაციული ტექნიკის შემუშავებას.

პენისის გადიდება – ინტიმური ქირურგიის ლიდერი პენისის გადიდებაა. უკანასკნელმა წლებმა აჩვენა, რომ ყველაზე შედეგიანი არის ლიგამენტოტომია – საკიდი იოგის გადაკვეთაა, რომელსაც ქირურგი ერექციის დროს საზღვრავს მუცლის პენისის ფუძესა და მუცლის წინა კედელს შორის. ამ მეთოდის არსი პენისის ძირითადი გამრუდების (პენისის თავი ერექციის დროს უპირატესად ზევით არის მიმართული) გაქრობა. ეს მეთოდი პენისი 3-5სმ-ით დაგრძელების საშუალებას იძლევა, თუმცა ეს იმის ხარჯზე რომ პენისი ერექციის დროს იქნება ჰორიზონტალურად მიმართული.

თეთრი გარსის ცირკულარული გადაკვეთა აგერთვე ემსახურება პენისი დაგრძელებას. თუმცა ეს ოპერაცია ტარდება პოტენციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებსაც თეთრი გარსის გაკვეთასთან ერთად უკეთდებათ პენისის პროტეზირება. ჯამში პენისი იზრდება 2-5 სმ-თ.

პენისის გასქელება – პენისის გასქელება ძირითადად მოიაზრებს პენისი კანის ქვეშ თავისუფალი ცხიმის, კანის ნაწილების, კუნთების ნაწილების გადანერგვა. ასეთ ოპერაციებს აქვს მთელი რიგი უარყოფითი მხარეებისა. პირველ რიგში, მაღალი ტრავმულობა, გართულებების მთელი არსენალი და კანზე დეფექტი ოპერაციის შემდეგ. მეორეს მხრივ, ქირურგიული ჩარევის არაპროგნოზირებადი შედეგი. გადანერგილი ტრანსპლანტანტი დდროთა განმავლოაბში გაიწოვება, ან დეფორმირდება და მოქმედებს პენისის როგორც ფუნქციაზე, ასევე გარეგან სახეზე პენისის.

ლაგამის პლასტიკა – ლაგამის ფუნქცია ჩუჩის ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნებაა (გადაწევაა) ერექციის დროს. როცა ლაგამი მოკლეა, ან მისი რაღაც ფორმის უკმარისობაა, ერექციის დროს ჩნდება მტკივნეული შეგრძნება. სექსის დროს შეიძლება მოხდეს ასეთი ლაგამის ჩახევა, მიკროტრავმები და შემდგომი ანთებითი პროცესები, რაც ლაგამის პლასტიკაზე წასვლის მიზეზი ხდება ხოლმე.

მეთოდი გულისხმობს ლაგამის განივ გაკვეთაში და შემდგომ მის სიგრძივ გაკერვაში. თუკი ჩუჩის რაიმე სახის გართულება აღინიშნება, მაშინ ხდება ჩუჩის და ლაგამის ერთდროული პლასტიკა.

პენისის პროთეზირება – ერექტიული დისფუნქციის მკურნალობის მეთოდია. ეს ოპერაცის ტარდება ერექციის არ ქონის დროს სისხლძარღვოვანი მიზეზების, პეირონის დაავადების, შაქრიანი დიაბეტის დროს, რადიაციული დაზიანებისა და სხივური თერაპიის შემდეგ, პენისის ტრავმებისა და პენისზე წარმოწბული ოპერაციების შედეგად.

პენისის პროთეზირება ერთადერთი მეთოდია, რომლის შდეგიანობა ერექტიული დისფუნქციის მკურნალობაში 97-100%. მეთოდის არსი პენისი რიგიდობის აღდგენაა კავერნოზულ სხეულებში სილიკონის მილების ჩაყენებაა. გართულებები ამ მეთოდსაც აქვს, ეს არის ქსოვილების ინფიცირება და ფალოპროტეზის შეუხორცებლობა. ამასთან თუკი პროტეზი „გასაბერი“ ანუ ძალიან თანამდროვე არ არის, გაჩნდება ერთი სერიოზული პრობლემა: პენისი მუდმივად ერეგირებულ მდგომარეობაშია.

სათესლის პროთეზირება – როცა მამაკაცს არა აქვს ერთი, ან ორივე სათესლე, ხდება პოლიმერული მასალის იმპლანტაცია. ეს პოლიმერული პარკი სავსეა სილიკონის გელისებრი მასით. ცელკეული პაციენტისათვის ირჩევა საკუთარი სათესლე პარკის ზომის იმპლანტანტი.