მრუშობა

მრუშობა – არის მეუღლის სექსუალური ღალატი.  სხვა სიტყვებით,  თუ ადამიანი იმყოფება ქორწინებაში და აქვს სქესობრივი კავშირი ქორწინების გარეთ არის მრუშობა. ეს სიტყვა  (ინგლ.Adultery , ლათ: adulterium) თავიდან მოიხსენიებოდა მხოლოდ ცოლის მიერ ქმრის გარდა სხვა მამაკაცთან სქესობრივ აქტივობად, თუმცა დღეისთვის მრუშობა აერთიანებს ნებისმიერი სახის ქორწინების გარეთ სექსუალურ აქტივობას დაქორწინებულ ადამიისას, ან დაქორწინებულ ადამიანთან.

ძველ დროში მეუღლის ღალატის  განმარტება, მოიაზრებდა იდეას, რომ თუ ქალი ქმარს უღალატებდა, ქალის მიერ შობილი ბავშვები არ იქნებოდნენ იგივე გენეტიკური მასალის მატარებელი რომელიც გააჩნია ერთგულ ქმარს. ამიტომ მოხდებოდა ე.წ. ბავშვების ფალსიფიცირება და დამახინჯებული გენეტიკური თაობა დაიბადებოდა, სწორედ ამ იდეიდან მოდის ინგლისური სიტყვა adulterate – და გამოიყენება ფალსიფიცირებული საქონლის აღსანიშნავად.

სხვადასხვა იურისდიქციებით მრუშობა აკრძალულია კანონით. სექსუალური ძალადობა და მრუშობა განსხვავებული ცნებებია. მრუშობის დროს ხდება ნებითი სქესობრივი აქტის განხორციელება, ხოლო გაუპატიურების დროს ძალადობით.

მრუშობას სხვადასხვა კულტურაში და საზოგადოებაში განსხვავებული შედეგები მოჰქყვება, ზოგ შემთხვევაში განქორწინების მიზეზი ხდება, ზოგში საზოგადოებრივი ოსტრაციზმის მიზეზია და ა.შ.

მსოფლიოში საშუალოდ მოსახლეობის 22 % აქვს ქორწინების გარე სქესობრივი აქტივობა. ალფრედ კინსის კვლევებით კაცთა 50 % და ქალთა 26 % -ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უღალატია მეუღლისთვის.

ქრისტიანობაში – მრუშობა იმორალურად მიიჩნევა და წარმოადგენს ცოდვას. მე-7 მცნება „ არა იმრუშო“ მოუწოდებს ადამიანებს ღალატის აკრძალვისკენ. აგრეთვე ქრისტე  საუბრობდა ღალატის შესახებ „ ვინც ქალს გულისთქმით შეხედავს, მან უკვე იმრუშა“ მათე (5 :28)  და კიდევ „ ვინც ცოლს გაეყრება სექსუალური ღალატის მიზეზის გარდა,  მრუშად აქცევს მას, ხოლო ის ვინც შეირთავს განქორწინებულ ქალს მრუშობს“ მათე (5:32).

დღეისთვის მრავალი ქრისტიანული ეკლესია მრუშობაში აერთიანებს ნებისმიერი სახის სქესობრივ კავშირს და არ შემოიფარგლება, მხოლოდ ცოლ-ქმრული ღალატით.