კუპერიტი

კუპერიტი პარაურეთრული ჯირკვლების ანთებითი პროცესია. ვითარდება ურეთრიტიდან პროცესის გავრცელების შედეგად. ინფექციის ჰემატოგენური და ლიმფოგენური გზით მოხვედრა ამ ჯირკვლებში ძალიან იშვიათია. გვხვდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

არჩევენ მწვავე და ქრონიკულ კუპერიტს.

მწვავე კუპერიტი ამ ჯირკვლების სეკრეტის გადინების დარღვევის გარეშე მიმდინარეობს მსუბუქი დისკომფორტი უკანა ტანის მიდამოშიბ და ლორწოვანი გამონადენით შარდსადენიდან. თუკი სეკრეტის გადინება გაძნელებულია, ხდება ჯირკვლების დაჩირქება, ვითარდება კანკალი და სხეულის ტემპერატურის მატება 37,5 – 38° С-მდე. მძიმე შემთხვევებში შორისის მიდამოში ჩნდება აბსცესი.

ქრონიკულ კუპერიტს არა აქვს რაიმე განსაკუთრებული გამოვლინება, თუ არ ჩავთვლით მტკივნეულობას მყარ ზედაპირზე ჯდომისას და ლორწოვან გამონადენს შარდსადენიდან. ქრონიკული კუპერიტი ხასიათდება ხანგრძლივი მიმდინარეობით, 2-დან 12 წლამდე, ამ პერიოდში რემისიები და გამწვავებები ენაცვლებიან ერთმანეთს.

ზოგადად კუპერიტს ახასითებს შორისის მიდამოში მუდმივი მქაჩავი ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოშარდვისა და მყარ ზედაპირზე ჯდომის შემდეგ და უსიამოვნო შეგრძნება უკანა ტანის მიდამოში სექსისა და დეფეკაციის შემდეგ.

დიაგნოზი ისმება ხელით გასინჯვის, ამ ჯირკვლების მასაჟის შემდეგ გამოყოფილი შარდის ანალიზით.

მკურნალობა მოიცავს ჯირკვლების ყოველღიურ მასაჟს, ოინოფორეზს, ანიტიბიოტიკოთერაპიას.