ნევროზი

ნევროზი არის ფუნქციური მენტალური დარღვევა, რომლის დროსაც აღინიშნება დისტრესი, ავერსიული მდგომარეობა, ადამიანი ვერ ახერხებს შესაბამის ადაპტაციას სტრესორების მიმართ, მაგრამ ამ დროს წარმოდგენილი არ არის დელუზიები და  ჰალუცინაციები.  ნევროზის დროს ადამიანის ქცევა არ სცილდება სოციალური ნორმების ფარგლებს.  ნევროზი ცნობილია ფსიქონევროზის და ნევროზული აშლილობის სახელით.  იმ ადამიანებს, რომლებიც შეწუხებულები არიან ნევროზით, ნევროტიკებს ეძახიან. ტერმინ ნერვოზში როგორც წესი მოიაზრებენ „უხილავ დაზიანებას“ და მის შედეგებს.

ტერმინი ნერვოზი დამკვიდრებაში წვლილი მიუძღვის  უილიამ კალენს როდესაც  1769 წელს აღწერა „ზოგადი შეგრძნებების და მოძრაობის დარღვევა.“ რომელსაც იწვევდა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედება.  შემდგომში ზიგმუნდ ფროიდმა და კარლ იუნგმა განავრცეს და განსაზღვრეს ნევროზული მდგომარეობა.

დღეისთვის DSM (Diagnostic and  Statistical manual of mental disorders) კლასიფიკაციიდან ამოღებულია დაავადება ნერვოზი.

ნიშნები და სიმპტომები –   არსებობს სხვადასხვა ფორმებით გამოხატული ნევროზი: ობსესიურ -კომპულსიური, შფოთვით ნევროზი, ჰისტერია(შეიძლება გამოიხატებოდეს ფიზიკური სიმპტომებით),  სხვადასხვა ფობიებით გამოხატული და ა.შ.

ნევროზის სიმპტომებია:

  • შფოთვა;
  • მწუხარება;
  • დეპრესია;
  • ბრაზი;
  • გაღიზიანებულობა;
  • გონებრივი არეულობა;
  • დაბალი თვითშეფასება;
  • ფობიები;
  • იმპულსური და კომპულსიური ქმედებები;
  • ლეთარგია;
  • კოგნიტიური პრობლემები;
  • განმეორებითი ფიქრები და აკვიატებული იდეები;
  • ნეგატიური დამოკიდებულება და ცინიზმი.

ინტერპერსონალურ ურთიერთობებში:

  • დამოკიდებულება;
  • აგრესიულობა;
  • პერფექტიონიზმი;
  • შიზოიდური იზოლაცია;
  • სოციო-კულტურული მიუღებელი ქცევები და ა.შ.

ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით ნევროზი წარმოადგენს სხვადასხვა მენტალურ აშლილობებს სადაც ემოციური დისტრესი ან არაცნობიერი კონფლიქტი გამოხატულია სხვადასხვა ფიზიკური ფსიქოლოგიური და მენტალური  ნიშნებით. მაგ ჰისტერია, შფოთვები და ა.შ.

ნევროზის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორია სპეციფიურ გარემოსთან ადაპტაციის დეფიციტი.

ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით შესაძლოა ნევროზი მომდინარეობდეს ადამიანის ეგოდან და წარმოადგენდეს დაცვითი მექანიზმების გამოვლინებას, თუმცა დაცვითი მექანიზმები და ნევროზი განსხვავებული ცნებებია.  დაცვითი მექანიზმები წარმოადგენს ნორმას, მაშნ როცა ნევროზული გამოვლინებები ძირითადად პრობლემებს ქმნის ადამიანის ცხოვრებაში.

იუნგის მიხედვბით, კი ნევროზი ემართებათ ადამიანებს მაშინ, თუ ემორჩილებიან სოციალურ ნორმებს მაგრამ არ იზიარებენ მათ.