ორსულობის ფეტიშიზმი

ორსულობის ფეტიშიზმი, იგივე მეიზიოფილია ან მეიოზოფორია არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ორსულ ქალს აღიქვავს განსაკუთრებით ეროტიულ ფენომენად.  ადამიანს შეიძლება სექსუალურად აღაგზნებდეს ქალის ორსულობის სხვადასხვა ეტაპები, ან ლაქტაცია.  ქალის მშობიარობაც კი, ზოგჯერ მნიშვნელოვან სექსუალურ აგზნებას იწვევს ე.წ. იმპრეგნაცია – ნაყოფის ჩასახვის ფანტაზია.

არსებობს პოზიციები და მდგომარეობა, რომლის დროსაც მეიზოფილიკებისთვის ორსული უფრო სასურველია, მაგ. მოძრაობის , ძილის, ჩაცმის დროს.

განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ სიამოვნებას იღებენ ადამიანები ორს

ულის სხეულის იმ ნაწილის ყურებით, რომელიც მკვეთრად იცვლება ორსულობის მიმდინარეობის დროს.


ორსულის ბოლომდე სიშიშვლე ან სქესობრივი აქტივობა, ყოველთვის არ არის საჭირო ასეთი ადამიანების სექსუალური აგზნებისთვის.  ზოგ შემთხვევაში რეალური ორსულობაც კი არ არის სავალდებული და ადამიანს შეიძლება აღაგზნებდეს ქალის მუცელი (მაგ. სიმსუქნისგან გადიდებული).

1991 წელს დემი მურმა ორსულობის ბოლო ეტაპზე (მესამე ტრიმესტრი) გაიხადა ფართო მასებისთვის, მისი ფოტოები დაიბეჭდა „Vanity Fair“ -ში , ამით საფუძველი ჩაეყარა ცნობილი ადამიანების ორსულობის დროს შიშველი სურათების გადაღება-გავრცელებას, ამ პერიოდის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აღიქმებო

და ორსულობის პერიოდი როგორც ძვირფასი, გამორჩეული და „გლამურული“ ეტაპი, დღეისთვის ფეხმძიმობის  მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ, მოდის ინდუსტრიაშიც მკვეთრი ასახვა ჰპოვა ორსულობის პერიოდის ხაზის ჩამოყალიბება, განვითარების სახით.