ზრდასრულობა

ზრდასრულობა ადამიანებშიც და სხვა ცოცხალ ორგანიზმებშიც დგება ძირითადად მას შემდეგ, რაც ასრულებენ სექსუალურ მომწიფებას. ზრდასრულობის  დასაწყისი ასოცირებულია რეპროდუქციული ასაკის დადგომასთან. ზრდასრულობის სინონიმია სრულწლოვნება და მოწიფულობის ასაკი.  ზრდასრულობა სხვადასხვა ასპექტში შეიძლება განიხილოს: ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ლეგალური. მაგ. ადამიანი ბიოლოგიურად შეიძლება იყოს მოწიფული, მისი ფიქრები,  ქმედებები და სოციალური ქცევაც ემთხვეოდეს ზრდასრულობას, თუმცა ლეგალურად არ იყოს სრულწლოვანი და პირიქით.

ბიოლოგიური მოწიფულობა დგება სექსუალურ მომწიფებასთან ერთად, ანუ მაშინ, როცა ადამიანი იძენს რეპროდუქციის უნარს. გოგონებში გამოიხატება მენსტრუაციით, ხოლო ბიჭებში ეაკულაციით, ორივე სქესში კი მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენით (ის ნიშნები რომელიც სახასიათოა სქესისთვის მაგ. მკერდი, ბოქვენის თმიანობა, კანიც თმიანობა, ცხიმის გადანაწილება,  სპეციფიური სუნი და ა.შ.)

მედიცინის განსაზღვრებით ბავშვობა იწყება ახალშობილობიდან და გრძელდება სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე, შემდეგ იწყება პუბერტატი იგივე მოზარდობის, გარდატეხის, თინეიჯერობის ასაკი შემდეგ კი დგება მოწიფულობის ხანა.

მოწიფულობის ორ ძირითად ფორმას განიხილავენ: ბიოლოგიური და სოციალური მოწიფულობა. ბიოლოგიური მოწიფულობა უკვე განვსაზღვრეთ, რაც შეეხება სოციალურ მოწიფულობას, ეს მოიაზრებს იმ ქრონოლოგიურ ასაკს, რომლის მიღწევის შემდეგაც მოცემულ კულტურაში ადამიანი ითვლება ზრდასრულად.

ჩამოყალიბებული აზრი ბიოლოგიური მოწიფულობის შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს, ვინაიდან მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოწიფულობა დგება სქესობრივ მომწიფებასთან ერთად, ნაწილს მიაჩნია, რომ მოწიფულობა დგება მაშინ, როდესაც ადამიანი ფიზიკურ განვითარებას ასრულებს და საბოლოო ჩამოყალიბებულ სახეს იღებს.

ლეგალურ ზრდასრულობასთან(სრულწლოვნება) ერთად ადამიანს ეძლევა უფლება :

  • გახდეს თავისუფალი გადაწყვეტილებებში (მშობლები კარგავენ კანონიერ მეურვეობას)
  • ფინანსური და სხვა უფლებები/პასუხისმგებლობების მოპოვება
  • აქვს ქორწინების  უფლება
  • არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება
  • მანქანის მართვის უფლება
  • შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლება/მოვალეობა
  • ალკოჰოლის ყიდვა/მოხმარების უფლება(არა ყველა კანონმდებლობით)
  • თამბაქოს მოხმარების უფლება
  • აზარტული თამაშების უფლება
  • იყოს პროსტიტუტი ან მომხმარებელი (თუ ლეგალიზებულია პროსტიტუცია)
  • ეროტიული/პორნო  მსახიობობა/მოდელობის უფლება (თუ პორნოს წარმოება ლეგალურია) და ა.შ.

სხვადასხვა ქვეყნებში ზრდასრულობის ასაკი ვარიაბელურია, ძირითადად 16-დან 21 – წლამდე. ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში ლეგალური სრულწლოვნება განისაზღვრება 13 წლით.

აშშ (დიდ ნაწილში)-ში და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, ინდოეთში და  ჩინეთში ლეგალური სრულწლოვნება განისაზღვრება 18 წლით. ხოლო ინდონეზიაში და იაპონიაში 20 წლით.

საქართველოში ადამიანი სრულწლოვანი ხდება 18 წლიდან.