ქირურგიული დეფლორაცია

ყველა ქალის საქალწულე აპკი გამირჩევა თავისებურებებით. ზომა, ფორმა, შესახედაობა, სისიქე, აგრეთვე სისხლმომარაგება – ეს ყველაფერი მკაცრად ინდივიდუალურია. ამიტომაც დეფლორაცია ყველა ქალში განსხვავებულად ხდება. ჩვეულებრივ, დეფლორაციის დროს აღინიშნება ტკივილი და მცირე სისხლდენა, მაგრამ ეს არ არის გამონაკლისი. სტატისტუკირად ქალების 30% პირველი კოიტუსის დროს არ აღენიშნება სისხლდენა და ტკივილი. არის საპირისპირო შემთხვევებიც: აპკი იმდენად სქესლია, რომ მამაკაცს არ შეუძლია მისი გახევა, ან შეუძლია, ოღონდ ქალს ამ დროს იმხელა ტკივილს და ტრავმას მიაყენებს, რომ სექსი კოშმარად იქცევა იმ ქალისთვის. ასეთ შემთხვევებში ტარდება ქირურგიული დეფლორაცია.

ქირურგიული დედფლორაციის ჩვენებებია: ძალიან ელასტიური საქალწულე აპკი, როცა აპკი არ იხევა; სქესლი აპკი, რომელიც ხელს უშლის სექსის ქონას. ზოგჯერ აპკის ქირურგიული დეფლორაცია ხდება სამედიცინო ჩვენებით, მაგ, აპკი არის არაპერფორირებული (გაუხრეტავი) და მენსტრუალური სისხლის გამოსვლა არის შეეუძლებელი. ამ დროს მენტრსუალური სისხლი ვერ გამოდის გარეთ და გროვდება საშოში და ჩნდება შესაბამისი სიმპტომები: პერიოდული ტკივილი მუცლის ქვემო მიდამოში, რომლებიც ემთხვევა მენსტრუაციის პერიოდს. ქირურგიული ჩარევა ამ დროს უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ადრეულად.

ქირურგიული დეფლორაცია ტარდება სამეანო სკამზე, ადგილობრივი ანესთეზიით. იშვიათ შემთხევაში შეიძლება საჭირო გახდეს ნარკოზი. როგორც წესი, მანიპულაციას სჭირდება არა უმეტს 5 წუთისა. ოპერაცია ტარდება ამბულატორიულად, ტკივილის შეგრძნება მინიმუმამდეა დაყვანილი.

პროცედურის დროს ქირურგი სკალპელით კვეთს საქალწულე აპკს რამდენიმე უბანში და აფართოებს საშოში შესავალს და შეაქვს შიგ ტამპონი. ამით მთავრდება ოპერაცია. ქალს შეუძლია ერთ საათში დატოვოს კლინიკა, გამონაკლისია ნარკოზის გამოყენების შემთხვევა.

პოსტოპერაციულ პერიოდში საჭიროა ინტიმური ჰიგიენის დაცვა და გამორეცხვა პირველი 3 დღე რომელიმე ანტისპეტიკით.

სასურველია აპკის კიდეების შეხორცებამდე ვაგინალური სექსისგან თავშეკავება. ჯამში პროცედურა გადაიტანება ადვილად. დაახლოებით 7 დღეში ჭრილობა ხორცდება და 7-10 დღეში სასურველია ექიმთან ვიზიტი მონიტორინგისთვის.