სექსი და უარყოფითი მხარეები

სექსი რომ საასარგებლო და სასიამოვნოა იმაზე არაერთი სტატიას დაიწრეა. თუმცა ძალიან იშვიათად შეხვდებით სტატიას, სადაც სექსის მიერ მოტანილ უარყოფით შედეგებზეა  საუბარი.

სექსუალური სიამოვნება ნერვული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ფენომენია. ორგაზმის დროს განცდილი უჩვეულოდ ძლიერი და ამაღელვებელი შეგრძნებების გამო ადამიანი მუდმივად ისწრაფვის მათკენ.

სექსს აქვს ხოლმე უარყოფითი შედეგები, ოღონდ არა ორგაზმის, ან სიამოვნების კუთხით. ძირითადი უარყოფითი შედეგები უკავშრდება სექსუალურ თამაშებს. სტატიასტიკურად ცნობილია, რომ სექსუალური თამაშების დროს მამაკაცები 20-ჯერ უფრო ხშრად იღუპებიან, ვიდრე ქალები, თუმცა აღწერილია შემთხვევები, როცა ქალს დაემართა ინფარქტი, ან დაიხრჩო (სასულეში მოხვედრილი დიდი რაოდენობით სპერმის, ან პრეზერვატივის გამო).

სექსის დროს იმატებს სხეულის ტემპერატურა და წნევა, იცვლება სისხლის მიმოქცევა, სისხლში გამოთავისუფლდება ჰორმონული სპექტრი, მაგ, ადრენალინი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, თუკი ადამიანს აქვს უკვე ჩამოყალიბებული პრობლემები გულის, ან არტერიული წნევის მხრივ.

ხშირად იყენებენ სტიმულატორებს, რომელიც ამაღლებენ ლიბიდოს, მაგრამ არ მოქმედებენ ორგანიზმის სხვა სისტემაზე. ანუ როცა სტიმულანტის მიღების შემდეგ მამაკაცი თავს გაახალგაზრდავებულად გრძნობს, ეს სულაც არ მიშნავს, რომ მისი გული და სისხლძარღვებიც გაახალგაზრდავდნენ. შესაბამისად, ასეთ დროს სექსის დროს გულისკენ წამოსული სისხლის ნაკადი, ძალიან მძიმე ტვირთია გულისთვის და ის ხშირად ვერ უძლებს ამ დატვირთვას.

აქედან გამომდინარე, სექსში, ისევე როგორც ყველა საქმეში საჭიროა ზომიერება და სიფრთხილე.