ჰომოსოციალობა

ჰომოსოციალობა, სოციოლოგიაში აღწერს მსგავსი სქესის ადამიანებს შორის ურთიერთბას, რომელიც არ არის სექსუალური ან რომანტიული ბუნების. მაგ. მეგობრობა,  ამხანაგობა, დამრიგებლის და ჯგუფის წევრების ურთიერთობა და ა.შ.

ჰეტეროსოციალური ურთიერთობები კი გულისხმობს განსხვავებულ სქესთან ურთიერთობის უპირატესობას სექსუალური კავშირის გარეშე.  ჯგუფში ურთიერთობები კი შეიძლება იყოს ჰომოსოციალური, ჰეტეროსოციალური და ბისოციალური.

კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანები მეგობრობისთვის არჩევენ მსგავსი სქესის წარმომადგენლებს, ანუ არასექსუალური ურთიერთობებისთვის უპირატესობას ჰომოსოციალურ ურთიერთობებს ანიჭებენ.

ადამიანებში ჰომოსოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, განვითარება ხორციელდება ჯერ კიდევ ბავშვთა ასაკში დაახლოებით 3-9 წლისთვის.  ჰომოსოციალური ურთიერთობებისთვის უპირატესობის მინიჭება მკვეთრად დამოკიდებულია იმ გარემოზე და გარემოცვაზე სადაც ბავშვი იზრდება  განსაკუთრებით 3 წლიდან.

მნიშვნელოვანია ჰომოსოციალობა განსხვავებულ იქნას სექსუალური ორიენტაციისგან, ვინაიდან ჰომოსოციალობა არ მოუთითებს არც ჰომოსექსუალობაზე და არც ჰეტეროსექსუალობაზე. სექსუალუარი ორიენტაცია განსაზღვრავს ადამიანი რომელ სქესს ანიჭებს უფირატესობას სექსუალური ურთიერთობებისთვის, ხოლო ჰომოსოციალობა მოიაზრებს არასექსუალურ ურთიერთობებს.  შეიძლება არსებობდეს ჰომოსოციალი ჰეტეროსექსუალი ან ჰომოსექსუალი ჰეტეროსოციალი და პირიქით.

ჰომოსოციალური ურთიერთობები ძირითადად გვხვდება:

  • ერთ სქესიან სასწავლო დაწესებულებებში;
  • „საძმაკაცო“/“სადაქალოები“;
  • მონასტრებში;
  • შეიარაღებულ ძალებში (ყოველთვია არა);
  • ციხეებში და კოლონიებში;
  • სპორტულ კლუბებში;
  • ქალთა და მამაკაცთა კლუბებში და სხვა.

არსებობს მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც ჰომოსექსუალობასა და ჰომოსოციალობას შორის მჭიდრო კავშირი, მაგ. ფემინიზმები და ლესბოსელები, თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზების დონეზეა და სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც ამ მოსაზრებებს დაადასტურებენ არ არსებობს ამ ეტაპზე.