ცისტიტი ქალებში

ყველა ქალმა იცის რა არის ცისტიტი, რადგან ძნელი წარმოსადგენია არსებობდეს სუსტი სექსის ისეთი წარმომადგენელი, ვინც ერთხელ მაინც არ შეხებია ცხოვრების მანძილზე ცისტიტს.

ციტიტი უპირატესად ქალების დაავდებაა, რადგან ანატომიურად ქალების შარდასდენი უფრო მოკლე და განიერია. მამაკაცებში ცისტიტი იშვიათია, ისიც ხანდაზმულებში, როცა რამდენიმე თანდართული დაავადებ არსებობს, მათ შორის შარდის ბუშტის ატონია და შარდის შეგუბება.

რაც შეეხებათ ქალბატონებს, შარდის ბუშტის ანთება ხშირია იმათში, ვისაც სიცივეების დროს არ უყვარს გრძელი ქურთუკების ჩაცმა და დაბალწელიან ჯინსებს ატარებს. გარდა ამის რისკის ჯგუფში ხვდებიან ის ქალებიც, რომლებიც ადინამიური ცხოვრების წესით გამოირჩევიან.

ცისტიტის განვითარების ძირითადი მიზეზებია:

  • სიცივეში მოხვედრა, განსაკუთრებით თუ მენჯის მიდამოს ხვდება სიცივე, მაგ, ქალისთვის ცივ ქვაზე 15-20 წუთი ჯდომა უკვე ნიშნავს ცისტიტს;
  • ხანგრძლივად უძრავ მდგომარეობაში ყოფნა, მაგ, 4-6 საათი მოუხერხებელ სკამზე ჯდომა;
  • ხანგრძლივი და ძლიერი კოლიტის და გაუვალობის დროს;
  • თუკი ადამიანის კვების რაციონი არის ცხარე, შემწვარი საკვები და ბევრი ტკბილეული მას ძალიან მაღალი აქვს ცისტიტის რისკი;
  • გადატანილი უროლოგიური, გინეკოლოგიური და ვენეროლოგიური დაავადებები;
  • ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექციის კერები;
  • ნებისმირი მდგომარეობა, რომელიც აქვეითებს იმუნიტეტს.

ყველააზე მთავარი მაინც სქესობრივი ცხოვრების დაწყებაა. ამ პერიოდში თითქმის ყველა ქალს აქვს ცისტიტი. ამ შემთხევაში ცისტიტის მიზეზებად გვევლინება:

  • პარტნიორები ანალურიდან დაბანის გარეშე გადადიან ვაგინალურ სექსზე;
  • ქალი დეფეკაციის შემდეგ არასწორად ისუფთავებს ანუსს (უნდა გასუფთავდეს წინა-უკანა მიმართულებით: საშოდან ანუსისიკენ და არა პირიქით);
  • ქალი იშვიათად იცვლის ტამპონებსა და საფენებს მენსტრუაციის დროს;
  • ვიწრო შარვლებისა და მეტად საცვლების ტარება;
  • შარდვის რეჟიმის დარღვევა – ქალი დღეში 5 ჯერ მაინც უნდა შარდავდეს დღის განმავლობაში, თუკი იგი რაღაც მიზეზით ვერ შედის საპირფარეშოში და შრადს იკავებს, ეს ინფექციის განვითარებას უწყობს ხელს.

მწცავე ცისტიტის კლინიკური ნიშნები ძნელად წარმოსადგენია ვერ შეამჩნიოს ქალმა (თუმცა ასეთებიც ხდება ხოლმე):

  • ხშირი შარდვა (4-5-ჯერ საათში);
  • მჭრელი ტკივილები მუცლის ქვედა არეში;
  • ტკივილი და წვა შარდვისას, გასაკუთრებით დასასრულს;
  • ზოგადი ტემპერატურის მატება (იშვიათად);
  • შარდის ფერის შეცვლა (ხდება მღვრიე, ხანადახან სისხლნარევი).

მედიცინაში არსებობს ქრონიკული ცისტიტიც, როცა პროცესის არ არის ნამკურნალევი და გამწვავებები და რემისიები ენაცვლება ერთმანეთს. თუმცა ხშირი შარდვა მტელი პერიოდის განმავლობაში აღინიშნება.

დიაგნოზის დასასმელად საჭიროა შარდის და სისხლის საერთო ანალიზი, მათ შორის ბაქტერიული კულტურის დათესვა გამომწვევის განსაზღვრისათვის. ზოგიერთ შემთხევაში საჭირო ხდება ცისტოსკოპია.

მწვავე ცისტიტის დროს რეკომედებულია წოლითი რეჟიმი, სითბო და დიდი რაოდენობით სითხის მიღება. რაციონიდან უნდა ამოიღონ მწარე, შემწვარი, სანელებლები, მარინადები, რაციონს ემატება დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.

ექიმი ნიშნავს ტკივილგამაყუჩებლებს და ანტიბიოტიკებს საჭიროებისამებრ.

რამდენიმე სიტყვით ცისტიტის თავიდან აცილებისთვის რამდენიმე რჩევა ქალბატონებს:

  • ატარეთ ნატურალური ქსოვილების ქვედა საცვლები;
  • ჩაიცვით ამინდის შესაბამისად;
  • არ დაჯდეთ ცივ ზედაპირზე;
  • დაიცავით ჰიგიენა მენსტრუაციის დროს;
  • მუშაობის პროცესში ყოველი საათის ბოლოს გაიარ-გამოიარეთ;
  • მიირთვით ახალი ბოსტნეული და ხილი, დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი.