საშვილოსნოს ყელის უკმარისობა

ცერვიკალური უკმარისობა საშვილოსნოს ყელის სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ყელი იწყებს გაფართოებას (დილატირებას) და თხელდება, მანამ, სანამ ორსულობის ტერმინალური ეტაპი დადგება.  თუ  საშვილოსნოს ყელის შიგნითა შესავალი დილატირებულია 1 სმ-ზე მეტად ვიდრე ეს ნორმაა, ან საშვილოსნოს ყელი  სიგრძეში 2 სმ-ზე ნაკლებია, მაშინ ისმევა საშვილოსნოს ყელის უკმარისობის დიაგნოზი.  ცერვიკალურმა უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს სპონტანური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა მე- 2- მე -3 ტრიმესტრში. 

ყელის დილატაცია შეიძლება მოხდეს ტკივილის და საშვილოსნოს შეკუმშვების გარეშე. ნორმალური ორსულობის დროს საშვილოსნოს ყელის გახსნას და გაფართოვებას თან ახლავს საშვილოსნოს კუმშვები. საშვილოსნოს ყელის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს  ყელის სისუსტის გამო, ორსულობისას საშვილოსნოს შიდა წნევის მატების გამო.  თუ ცერვიკალური დილატაცია არ შეწყდება, სანაყჰოფე გარსები დაირღვევა და მოხდება ნაადრევი მშობიარობა.

ცერვიკალური უკმარისობა  ქალების (ორსული) დაახლოებით 1-2 % გვხვდება.ხოლო სპონტანური აბორტების მიზეზია 20-25 % -ში მეორე ტრიმესტრში.

დიაგნოზი შეიძლება დაისვას ჰისტეროსალპინგოგრამით ან პედიატრიული ფოლიეს კათეტერით.

საშვილოსნოს ყელის უკმარისობის რისკ ფაქტორებია:

  • წინა ორსულობაში ცერვიკაური უკმარისობის ისტორია;
  • წარსულში ნაადრევად სანაყოფე გარსების დარღვევის ისტორია;
  • ცერვიკალური კონიზაცია (ბიოფსია საშვილოსნოს ყელიდან);
  • დიეთილსტილბესტროლი (სინთეზური არასტეროიდი ესტროგენი);
  • საშვილოსნოს ანომალიები;
  • ტრავმა (მაგ. სამედიცინო პროცედურების დროს მექანიკური დილატაცია).

მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის უკმარისობის მკურნალობა არ ხდება, თუ ის არ ქმნის მნიშვნელოვან რისკს ორსულობის შეწყვეტისთვის.

შესაძლებელია ცერვიკალური ბანდაჟირება  cervical cerclage (ქირურგიულად ნაკერების დადება საშვილოსნოს ყელის გასავლის ზევით, რომელიც ავიწროებს საშვილოსნოს არხს.

ცერვიკალური ბანდაჟირება შესაძლებელია როგორც საშოდან, ასევე მუცლის განაკვეთით.

ბანდაჟირება უმეტესად სრულდება ორსულობის 14-16 კვირაში. 36 -38 კვირისთვის ხდება ნაკერების მოცილება.  ოპერაციის გართულებებს წარმოადგენს ჰემორაგიები ვენების კედლის დარღვევის გამო და ზოგჯერ ნაყოფის სიკვდილი საშვილოსნოს სისხლძარღვების ოკლუზიის გამო.

ბანდაჟირების გამოკვეთილი უპირატესობა ორსულობის გამოსავლის მიხედვით დადგენილი არ არის.

მოცემულ სურათზე ნაჩვენებია ბანდაჟირების ოპერაცია.