ფიბრომა

ფიბრომა (ფიბროიდული სიმსივნე ან ფიბროიდები) არის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება  ფიბროზული/შემაერთებელი ქსოვილისგან. ფიბრომა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ორგანოში მეზენქიმიდან (არადიფერენცირებული შემაერთერბელი ქსოვილი) , რომელიც წარმოდგება მეზოდერმიდან.

ტერმინი ფიბრომის ხმარების დროს იგულისხმება კეთილთვისებიანი სიმსივნე, ხოლო ფიბროსარკომა მიუთითებს ავთვისებიან სიმსივნეებზე.

არსებობს მაგარი და რბილი ფიბრომები, მაგარი ფიბრომა შეიცავს ბევრ ბოჭკოებს და ნაკლებ უჯრედებს,  მაგ. კანზე დერმატოფიბრომა (მარტივი ფიბრომა ან კანის კვანძები) მაგარი ფიბრომის ფორმაა კელოიდი, რომელიც ყალიბდება ნაწიბურის ჰიპერპლასტიური ზრდის შედეგად.

რბილი ფიბრომა შედგება მრავალი უჯრედისგან და ნაკლები ფიბროიდული ქსოვილისგან.  ძირითადად ვითარდება იღლიის, ყელის, საზარდულის მიდამოში.  შეიძლება რბილი ფიბრომა თვალის ქუთუთოზეც განვითარდეს

.

ფიბრომის სხვა ფორმები: არსებობს კავერნოზული ფიბრომა, იგივე ანგიოფიბრომა რომელიც შედგება მრავალი დილატირებული სისხლძარღვისგან, უმეტესად აღმოცენდება  ზრდასრულ მამაკაცებში.  ცისტური ფიბრომა შედგება დილატირებული ლიმფური სადინრებისგან.

მიქსოფიბრომა  მიმდინარეობს ქვეშმდებარე ქსოვილების გათხელებით.

ნეიროფიბრომა – პერიფერიული ნერვების კეთილთვისებიანი სიმსივნეა.

არსებობს საშვილოსნოს და საკვერცხეების ფიბრომაც.

საკვერცხეების ნეოპლაზია ხშირად აღმოცენდება სტრომული (შემაერთებელქსოვილოვანი ) უჯრედებისგან.

საკვერცხეების ფიბრომა ძირითადად ვითარდება შუა ასაკის  (40-60 წ.) ქალებში.  შესაძლებელია განვითარდეს ფიბროთეკომა და ზოგჯერ ფიბრომის განვითარებს საკვერცხეების შემოგრეხის მიზეზიც ხდება.

მკურნალობას ძირითადად წარმოადგენს ფიბრომის ქირურგიული გზით მოცილებას, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია მისი ხელუხლებლად დატოვება.