ლეპტინი

სიმსუქნე დიდ პრობლემებს ქმნის სექსუალურ სფეროში, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთი პოსტი მიმეძღვნა სიმსუქნის პრობლემისათვის.

როდესაც სიმსუქნეზეა ლაპარაკი, ლეპტინს გევრდს ვერ ავუვლით. ველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია სიმსუქნესთან ბრძოლაში ლეპტინის შესახებ ინფორმაციის ფლობა და მისი დონის განსაზღვრა.

ლეპტინი სიმაძღის ჰორმონია, რომელიც უპირატესად გამოიყოფა ცხიმის უჯრედების – ლიპოციტების მიერ. ლეპქტინი მონაწილეობს კვებითი ქცევის რეგულირებასა და თერმოგენეზში მადის დაქვეითების მეშვეობით.

სისხლში მოცირკულირე ლეპტინის დონე რეგულირდება სხეულის წონის მიხედვით, ანუ რაც მეტია ცხიმოვანი ქსოვილი ორგანიზმში, მით მეტი ლეპტინი სინთეზდება. ნორმაში ლეპტინი მოქმედებს ჰიპოთალამუსზე და იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას. საკვების უკმარისობის დროს ლეპტინის დონე ეცემა და სიმაძღის შეგრძნებაც ქრება.

სისხლში ლეპტინი არის ტავისუფალ და შეკავშირებულ მდგომარეობაში. ლეპტინის სეკრეცია ციკლურია, გამოთავისუფლების პიკი ღამეა.

ლეპტინის ძირითადი ეფექტტები:

  • ღვიძლისმიერი გულკოგენეზისა და კუნთების უჯრედების მიერ გლუკოზის მიტაცების გაძლიერება;
  • ლიპოლიზის დაჩქარება;
  • თერმოგენეზის გაძლიერება;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია;
  • ღვიძლში, კუჭქვეშა ჯირკვალსა და კუნთებში ტრიგლიცერიდების დონის შემცირება.

ლეპტინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში რომ მიაღწევს 25-30 ნგ/მლ-ს, მისი დონეზ თავზურგტვინის სითხეში აღარ იზრდება, ეს მნიშნელოვანი რგოლია სიმსუქნის ჩამოყალიბებაში.

ადამიანში სიმსუქნის მიზეზი არის ლეპტინისადმი რეზისტენტობის ჩამოყალიბება, რადგან ჭარბწონიანებში ლეპტინის დონე ხშირად მაღალია.

ლეპტინის რაოდენობის კლება ორგანიზმში დაბალკალორიული დიეტის დროს იწვევს ენერგეტიკული ცვლის დაქვეითებას: ნივთიერებათა ცვლა ნელდება და ორგანიზმი ეკონომიის რეჟიმზე გადადის. მეცნიერები დაინტერესდნენ, შესაძლებელი იყო თუ არალეპტინის დამათებითი შეყვანის გზით მეტაბოლიზმის შენელების თავიდან აცილება. ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდნენ ჭარბწონიანი მამაკაცები. ისინი გაჰყვეს 2 ჯგუფად და დასვეს 500 კკალ-იან დიეტაზე 46 დღის განმავლობაში. პირველი ჯგუფის მონაწილეებს აძლევდნენ ლეპტინს (80 მგ დღეში), მეორე ჯგუფისას – პლაცებოს. ჯამში ფასდებოდა:

  • ცხიმების პროცენტული მაჩვენებლის ცვლილებები ორგანიზმში;
  • ენერგეტიკული ცვლა;
  • მადის დონე;
  • ნივთიერებათა ცვლის მაჩვენებელი.

პირველ ჯგუფში მასის საშუალო დანაკარგი 14,6 კგ (პლიუს-მინუს 0,8 კგ) იყო, მეორე ჯგუფში კი მხოლოდ 11,08 კგ (პლიუს-მინუს 0,9 კგ). მამაკაცებს, რომლებსაც აძლევდნენ ლეპტინს, ძალიან უქვეითდებოდათ მადა, დიეტა გადაიტანებოდა შედარებით მარტივად, ამასტან სხვა არსებითი სხვაობა არ იყო.