სასირცხვო ნერვი

სასირცხვო ნერვი არის სენსორული და სომატური ნერვი, რომელიც მდებარეობს მენჯის ღრუში  და აინერვირებს სასქესო ორგანოებს, როგორც ქალში ასევე მამაკაცში.  სასირცხვო ნერვი აგრეთვე აინერვირებს შარდის ბუშტის და ანალური ხვრელის სპინქტერებს.

სასირცხვო ნერვი სათავეს იღებს  ონაფის ბირთვებში საკრალურ (გავის ) რეგიონში ზურგის ტვინში.   S2-S4 ნერვების დონეზე საკრალურ წნულებში გაივლის.

ანატომიურად სასირცხვო ნერვი მომდინარეობს გავის წნულიდან, მიიღება ვენტრალური (წინა) ტოტებიდან მეორე მესამე და მეოთხე გავის ნერვებიდან.  გაივლის მსხლისებრ კუნთსა (piriformis)  და კუდუსუნს შორის  და ტოვებს მენჯის ღრუს დიდი საჯდომი ხვრელის მეშვეობით. გადაკვეთავს ხერხემალსა და საჯდომ ძვალს და ისევ შედის მენჯის ღრუში მცირე საჯდომი ხვრელით. სასირცხვო სისხლძარღვებთან ერთად მიემართება იშხიორექტალურ ფოსოში კედლის გასწვრივ. მას გარს ერტყმის დამხურველი ფასცია და იქმნება სასირცხვო არხი. სასირცხვო არხში გადის შიგნითა სასირცხვო არტერია, შიგნითა სასირცხვო ვენა და სასირცხვო ნერვი.

სასირცხვო ნერვი იძლევა ქვედა რექტალურ ნერვს ამის შემდეგ იყოფა ორ ტოტად და მიიღება შორისის ნერვი და პენისის დორსალური ნერვი (მამაკაცებში)/ კლიტორის დორსალური ნერვი(ქალებში). შორისის ნერვი ზედაპირულია  დორსალურ ნერვთან შედარებით. სასირცხვო ნერვის ტოტია აგრეთვე, სკროტუმის უკანა ნერვი/ბაგეების უკანა ნერვები. შესაძლოა სასირცხვო ნერვი გამოეყოფოდეს საჯდომ ნერვს.  შესაბამისად საჯდონმი ნერვის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს სასირცხვო ნერვის დაზიანებაც.

ფიზიოლოგია:

სასირცხვო ნერვი  აინერვირებს:

  • პენისს
  • კლიტორს
  • ბულბოსპონგიოზურ კუნთებს  (გარს ეკვრის პენისის ფუძეს/საშო და კლიტორს)
  • იშიოკავერნოზულ კუნთებს
  • სკროტუმს
  • შორისს
  • ანუსს (ანალურ სპინქტერს)

ორგაზმის/ეაკულაციის დროს ხდება ბულბოკავერნოზული და იშიოკავერნოზული კუნთების მძლავრი შეკუმშვა, რაც იძვევს ინტენსიური სიამოვნების განცდას.

პათოლოგია – გართულებულმა მშობიარობამ, ველოსიპედის ტარებამ, შეიძ;ლება გამოიწვიოს სასირცხვო ნერვის კომპრესია, რაც იწვევს მისი ფუნქციის მოშლას, თუმცა როგორც წესი ეს მდგომარეობა დროებითი და გარდამავალია.

იშვიათია სასირცხვო ნერვის ტუნელის სინდრომი რომლის დროსაც ხდება ნერვის კომპრესია, ფუნქციის მოშლა, ტკივილი, რომელიც უარესდება ჯდომისას. მისი სიმპტომებია აგრეთვე, შარდის და ფეკალური შეუკავებლობა.  ამ მდგომარეობის გამოსახატავად, ზოგჯერ სასირცხვო ნევრალგიასაც უწოდებენ.

მაგნიტურ რეზონანსული კვლევით და კომპიურტერული ტომოგრაფიით რთულია სასირცხვო ნერვის ვიზუალიზაცია თუმცა მაინც შესაძლებელია.  შესაძლებელია ინექცია სასირცხვო ნერვში  მაგ. კორტიზონის და ადგილობრივი ანესთეტიკის, როდესაც გამოხატულია სასირცხვო ნერვის ქრონიკული ტკივილი (ვულვოდინია -ქალების შემთხვევაში). მენჯის და ანორეკტალური ტკივილების დროსაც.  იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია  რადიოსიხშირული აბლაციით.