ციხის სექსუალობა

სექსუალური ცხოვრება ციხეში, იგივე ციხის სექსუალობა მოიცავს პატიმრების სექსუალურ ლტოლვას და ქცევას ციხის თანამშრომლების ან სხვა პატიმრების მიმართ, ზოგ შემთხვევაში მეუღლის (მაგ. გრძელვადიანი პაემნების დღეები).

ციხეები, როგორც წესი, დაყოფილია სქესის მიხედვით, შესაბამისად პატიმრებს საპირისპირო სქესთან ურთიერთობის საშუალება ნაკლებად ეძლევად, ამიტომ ციხეში სექსუალური ქცევა ძირითადად შემოიფარგლება ჰომოსექსუალური კავშირებით, ასეთ ურთიერთბა ხშირად წინააღმდეგობაში მოდის პატიმრების რეალურ სექსუალურ ორიენტაციასთან.

გამონაკლისს წარმოადგენს სექსუალური ურთიერთბები ციხის თანამშრომლებთან და კონუგალური ვიზიტები (ცოლ-ქმრული პაემნები).

Human Rights Watch 2001 – წლის მონაცემებით ციხეებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს „სექსუალურ მონობას“, რომელსაც ხშირად შენიღბული სახე აქვს თანხმობით სექსის სახით. ასეთი შემთხვევები გავრცელებულია, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში. პატიმრების ნაწილი არც კი მიიჩნევს, რომ თვითონ ძალადობის მსხვერპლნი არიან, ნაწილი სექსისთვის ღებულობს „სამაგიეროს“, ფულს, უსაფრთხოებას და სხვა, ნაწილი მიიჩნევს, რომ მოხდა მისი სექსუალური ორიენტაციის ტრანსფორმაცია ჰომოსექსუალად. შესაბამისად ციხეში თანხმობის ფენომენი წარმოსახვითია.

ციხის სექსუალობა ფაკულტატური ფენომენია ციხის ცხოვრების განხილვისას, ვინაიდან სექსუალური ქცევა წარმოადგენს უნივერსალურ არქეტიპს, რომელიც გვხვდება ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ ეპოქაში.

კაცებში ბევრ შემთხვევაში  „დომინანტი“ პარტნიორი, რომელიც ახდენს მეორე ადამიანში პენისის პენეტრაციას არ განიხილება ჰომოსექსუალად, თუმცა რეალურად ეს წარმოადგენს ჰომოსექსუალურ ქცევას, სექსუალური ორიენტაცია კი შეიძლება ორივესთვის განსხვავებული იყოს სექსუალური ქცევისგან.

კაცებს შორის სექსუალური კავშირის დროს „დომინანტს“ (დონორს)  მოიხსენიებენ მამაკაცად, ხოლო რეციპიენტს  ქალად, ან „ძუკნად“ სექსუალური ორიენტაციის და თანხმობის არსებობა/არარსებობის მიუხედავად.

ციხეების მათ შორის აშშ-ს ციხეების უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს  ციხეში სექსუალური ძალადობა და გაუპატიურების შემთხვევები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სექსუალურ ძალადობას ძირითადად ის პატიმრები ახორციელებენ, რომლებიც თავის თავს არ განიხილავენ არც ჰომოსექსუალად და არც ბისექსუალად.

ციხეში სექსუალური ძალადობა პირველად ძირითადად ხდება დომინირების დამტკიცების მიზნით და არა სექსუალური ლტოლვის გამო.  შემდგომში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ითვლება ციხეში სუსტ მამაკაცად და მასზე სექსუალურ  ძალადობას ახორციელებენ სხვა პატიმრებიც.

აშშ-ს მონაცემებით საშუალოდ პატიმრების 23 % სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება.

ერთი გაუპატიურების შემდეგ პატიმრები მსხვერპლს აღიქვავენ, როგორც მრავალჯერადი სექსუალური ძალადობის ობიექტს და თუ არ დათანხმდება სექსზე ასეთი ადამიანი სხვებს, ხშირად მრავალი პატიმრის ერთდროული სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება, ზოგჯერ მის სიცოცხლეს საფრთხეც კი ემუქრება. ამიტომ მსხვერპლი ხშირად ცდილობს მოლაპარაკებაზე წავიდეს სხვა პატიმრებთან, ან ჰყავდეს ერთი პარტნიორი, რომელიც დაიცავს სხვების ძალადობისგან.  ასეთ შემთხვევაში მსხვერპლი ირჩევს „ავტორიტეტ“ პატიმარს პარტნიორად რათა მოიპოვოს უსაფრთხოება.  მსგავსი მოდელი ხშირია ქალთა კოლონიებშიც.

როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა ციხეებშიც სექსუალურ პარტნიორებს შორის მუდმივად ერთი დომინანტია,  მეორე კი რეცესივი (რეციპიენტი/ სუსტი).  თუმცა  არსებობს ურთიერთობების სხვადასხვა სცენარები. პატიმრები ზოგჯერ ცდილობენ სექსუალური კავშირები დამალონ (სექსუალური ორიენაციის გამო), ზოგჯერ როცა საერთო კამერაში ცხოვრობენ ხანგრძლივად, იწყებენ სექსუალურ კავშირს ერთმანეთთან.

ცალსახად არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ციხეში ნებისმიერი სექსუალური კავშირი არათანხმობითია, რადგან არსებობენ ჰომოსექსუალები და ბისექსუალები, რომლებიც ერთმანეთთან ამყარებენ სქესობრივ კავშირს და ეს მათი სურვილით ხდება.

პატიმრები ზოგჯერ სექსუალურ კავშირს ამყარებენ, ციხის თანამშრომლებთან, მასწავლებლებთან, მედიცინის მუშაკებთან, კონტრაქტორებთან, რელიგიურ პირებთან და ა.შ.

ზოგ ციხეში დაშვებულია ცოლ-ქმრული პაემნები, სადაც ცოლ-ქმრის განმარტოება ხდება რამოდენიმე ხნით(მაგ 2 დღე).  ასეთ შემთხვევების უმეტესობაში აუცილებეია ადამიანები კანონიერად იყნენ დაქორწინებული.