დონ ჟუანი

დონ ჟუანი (უფრო სწორად დონ ხუანი, აგრეთვე დონ ჯოვანი, დონ გუანი – ესპ. Don Juan, იტალ. Don Giovanni) – ლეგენდარული ესპანელი იყო, თავაშვებული და უზენეო ადამიანი. დონ ჟუანი ძალიან ბევრი ლიტერატურული ნაწარმოები გმირია.

ლეგენდარული დონ ჟუანის პროტოტიპად ითვლება სევილიაში არისტოკრატული წრის წარმომადგენელი დონ ხუან ტენორიო. მისი თავაშვებული და გახმაურებული სასიყვარულო კავშირები და დუელები, რომლებიც დაუსჯელი დარჩა მისი ახლო მეგობრის კასტილიის მეფის პედრო I-ის (1350-1369) დახმარებით, დიდხანს ზარავდა სევილიას, სანამ არ აღსულდა „საღმრთო სამართალი“. მიეცა რა დონ ხუანი მეფესთან ერთად გარყვნილებას, მოიტაცა კომანდორი დე ულოას ქალიშვილი და თავად კომანდორი მოკლა. ხელისუფლება დუმდა ამის პასუხად. მაშინ სასულიერო პირებმა – ფრანცისკანცებმა გადაწყვიტეს ემოქმედათ. მათ ახალგაზრდა ქალის სახელით დაუნიშნეს პაემანი დონ ხუანს გვიან ღამით ეკლესიაში, რადაც კომადორი იყო დასაფლავებული, მოკლეს იგი და ხმა გაავრცელეს, რომ კომანდორის საფლავზე არსებულმა ქანდაკებამ (იდეაში კომანდორის სულმა) გაგზავნა დონ ხუანი ჯოჯოხეთში.

ამ ლეგენდას შემდგომში მიუერთეს აგრეთვე სევილიური თქმულება, რომლის მთავარი გმირი იყო დონ ხუან დე მარანია, რომელმაც ეშმაკს მიჰყიდა სული და როცა ინანა ამის შესახებ და ეკლესიაში წავიდა.

დონ ჟუანი იყო ამაყი ესპანელი არისტოკრატი. მან მთელი თავის სიცოცხლე მიუძღვნა ხორციელ სიამოვნებებს. იგი სიამოვნებით არღვევდა რელიგიურ და სამართლებრივ ნორმებს, მაგ, თავბრუს ახვევდა მონაზვნებს, რაც კათოლიკურ სამყაროში მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა.

დონ ჟუანის ცხოვრებისეული სტილი ქალების ხშირი გამოცვლა, მათი მოხიბვლა და შემდეგ მათთვის ტკივილის მიყენება იყო. დონ ჟუანის ტიპაჟი მკვეთრად განსხვავდება კაზანოვას ტიპაჟისგან, რომელიც ყველა ყოფილ ქალში სასიამოვნო მოგონებებს ტოვებდა.

მეცნიერთა ნაწილის აზრით დონ ჟუანი მეოცნებე პიროვნებაა, რომელიც იდეალური ქალის ძებნაში იქცევა მსგავსად. დონ ჟუანს ხასიათში ნევრასთენიული შტრიხებიც აქვს. ის დარდობს იდეალურ ქალზე, რომელიც ქალურობის განსახიერებაა და შეუძლია მაქსიმალურად დააკმაყოფილოს დონ ჟუანის სურვილები და ვინაიდან არ არსებობს ასეთი ქალი, ის ამ ქალის თვისებებს ეძებს სხვა ქალებში.