მოდელები

მოდელი (პიროვნება) ზოგჯერ მოიხსენიება  მანეკენად, არის ადამიანი, რომლის პროფესია და  მოვალეობაა პრომოცია და რეკლამირება გაუწიოს კომერციულ პროდუქტს (განსაკუთრებით ტანსაცმელს), ან წარმოადგინოს პროდუქტი როგორც ხელოვნების ქმნილებამ.

არსებობს მოდელების სხვადასხვა ტიპები:

  •  მოდის ინდუსტრიის მოდელები („ფეშენ მოდელები“);
  • გლამურული მოდელები;
  • ფიტნეს მოდელები;
  • ბიკინი მოდელები;
  • ხელოვნების მოდელები (ხატვა, ცეკვა და ა.შ.);
  • სხეულის ნაწილების მოდელები და სხვა.

მოდელები ჩნდება და ცნობილი ხდება ადამიანებისთვის სხვადასხვა მედია საშუალებებით: წიგნებით, ჟურნალებით, ფილმებით გაზეთებით, ტელევიზიით ვებ-გვერდებით და ა.შ.

სამოდელო სააგენტოები არის კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ მოდელების ჯგუფს. სამოდელო სააგენტოები ქმნიან და მართავენ მოდელის კარიერას.

მოდელობა, როგორც პროფესია  პარიზში XIX საუკუნის 50 -იან წლებში ჩამოყალიბდა.  მეოცე საუკუნის 50- იან წლებამდე მოდელობა საკმაოდ დაბალანაზღაურებადი პროფესია იყო.

მოდის ინდუსტრიის ძირითად ქალაქებს წარმოადგენს: ლონდონი, პარიზი, მილანი და  ნიუ-იორკი. აგრეთვე რომი, ფლორენცია, ვენა, ლოს-ანჯელესი, ტოკიო, მოსკოვი და ა.შ.

დღეისთვის ქალი მოდელებისთვის სასურველ პარამეტრებს წარმოადგენს (ბრიტანული სამოდელო სააგენტოების ასოციაციის მიხედვით).  86-61-86  სმ. (საშუალოდ), სიმაღლე 173 სმ  და მეტი.  მამაკაცი მოდელები ძირითადად არიან 180 სმ-დან 188 სმ-მდე, წელი 76.20–88.90 სმ მკერდი 91-101 სმ.

წარსულში იდეალურ პარამეტრებად მიიჩნეოდა გარშემოწერილობები 90-60-90 -ზე, რაც სავარაუდოდ მერლინ მონროს პარამეტრების მიხედვით იქნა დამკვიდრებული.

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოდელების და სამოდელო ინდუსტრიის მიმართ კრიტიკა, ვინაიდან მოდელების პარამეტრები პროპაგანდას უწევს სხეულის ისეთ ფორმების არსებობას, რომელიც ბუნებრივად საკმაოდ იშვიათია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს მისი მიღწევა, ეს თავის მხრივ უბიძგებს (ძირითადად გოგონებს) ჭამითი აშლილობებისკენ: ანორექსია, ბულემია.  2006 წლიდან მოყოლებული რამოდენიმე მოდელი  ( Eliana Ramos, Ana Carolina Reston, Luisel Ramos) დაიღუპნენ მალნუტრიციით, ლუიზელ რამოსი კი ანორექსია ნერვოზათი გამოწვეული გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

სუპერმოდელები, იგივე ტოპ მოდელები არიან ადამიანები (ძირითადად ქალები), რომლებიც დასაქმებული არიან მოდის ინდუსტრიაში არიან ძალზედ მაღალანაზღაურებადი და ცნობილი სახეები ფართო მასებისთვის, ისინი ხშირად ჩნდებიან ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე.  თუ მოდელი წარმოადგენს ექსკლუზიურად კონკრეტულ ბრენდს მას ბრენდის სახეს უწოდებენ.

ბიკინი მოდელები არიან უფრო სპორტული „ფორმიანები“ და შედარებით დაბლები 165 დან 173 სმ-მდე.

გლამურული მოდელების მთავარი მახასიათებელია იყვნენ უფრო სექსუალურები  და პროდუქტს მიანიჭონ მეტი მომხიბვლელობა და სასურველობა.  გლამურული მოდელები  გამოიყენება მასიური პროდუქტების წარმოებისთვის: კალენდრები, მამაკაცთა ჟურნალები, მაგ, პლეიბოი. ცნობილი გლამურული მოდელები არიან: პამელა ანდერსონი, კეიტ პრაისი, ჯოდი მარში,  ლუსი გლოვერი და ა.შ.

Gravure idols-  ით მოიხსენიებენ იაპონელ მოდელებს (ქალებს), რომლებთაც ძირითადად იღებენ სხვადასხვა ჟურნალებში,  ფოტოალბომებში, ფოტობლოგებში,  DVD – პროდუქციაში.

Gravure idols  გამორჩეულები არიან თავისი სექსუალური მომხიბვლელობით და ძირითადად პოზირებენ საცურაო კოსტუმებში, ან ქალის თეთრეულში.

არსებობენ სხეულის სხვადასხვა ნაწილების მოდელები, მაგ, Kimbra Hickey ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც მისი ხელები გამოხატული იქნა „ბინდი“-ის გარეკანებზე.

„პეტიტე“ მოდელები არიან მოდელები, რომელთა ზომა არ აღემატება 168-სმ-ს. ისინი ე.წ. „ფეშენ“ მოდელები არ არიან, მაგრამ ხშირად სხეულის სხვადასხვა ნაწილების მოდელირებას ახორციელებენ.

ფიტნეს მოდელები არიან ათლეტური აღნაგობის გოგონები, რომლებთაც აქვთ გამოკვეთილი კუნთების მქონე სხეული.  მათ წონა მეტი აქვთ ვიდრე სხვა მოდელებს, მაგრამ ცხიმის პროცენტული შემცველობა ნაკლები.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოდელებს აქვთ ძალზედ მაღალი ანაზღაურება, თუმცა აშშ-ს სტატისტიკის მიხედვით 2006 წლისთვის მოდელობა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებიან პროფესიათა რიცხვში შედიოდა.