სექსის დადებითი ეფექტები

აქვს სექსს ეფექტები? რა თქმა უნდა აქვს. სექსის ფიზიოლოგიური პროცესია და როგორც ყველა ფიზოლოგიურ პროცესს აქვს თავისი ეფექტი.

ცოტა ხნის წინ ექიმებმა შარონ ჰინსლიფმა და მერინ გოტმა შერილდის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს კვლევა და აღმოაჩინეს სექსს არაერთი დადებითი ეფექტი აქვს.

ჯანმრთელი გული – თუკი ადამიანს სექსი კვირაში 3-ჯერ აქვს, მინიმუმ 20 წუთით, შეიძლება 2-ჯერ შემცირდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკი. ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ სექსის ქონა ძალიან „საშიშია გულისთვის“, გულის ისეთი დაავადებები, რომლებიც შეუმჩნევლად მიმდინარეობენ და პირდაპირ მიოკარდიუმის ინფარქტით ვლინდებიან, ძალიან იშვიათია, შესაბამისად თუ ადამიანს კიბეზე ასვლა შეუძლია, სექსის ქონაც შეუძლია, თან უპრობლემოდ.

კუნთების ტონუსი – სექსი ამკვრივებს მენჯის კუნთებს, დუნდულა კუნთებს, ხელებისა და თეძოების კუნთებს. ექიმი გოტი ამბობს, რომ სექსის შემდეგ კუნთები მაქსიმალურად დუნდება, შესაბამისად სექსი ზურგის ტკივილის დროს ძალიან სასარგებლოა.

ნაკლები სტრესი – სექსის დროს გამომუშავდება დოფამინი, რომელიც იწვევს სტრესის ჰორმონების ლიკვიდაციას. მხოლოდ 20 წუთიანი სასიამოვნო სექსიც კი 2 საათიანი დასვენების ტოლფასია.

ჯანსაღი ძილი – სექსის შემდეგ რამდენიმე წუთით წაძინება ვიღაცისთვის შეიძლება სასცილო იყოს, მაგრამ რეალურად ორგაზმის შემდეგ „ძილის ჰორმონის“ ოქსიტოცინის დონე დაახლოებით 5-ჯერ. შესაბამისად სექსის შემდეგ 20-30 წუთი წაძინება არა მარტო სასრგებლო, რეკომდენდებულიცაა.

ძლიერი იმუნური სისტემა – დადგენილია, რომ რეგულარული სექსის მქონე ადამიანებში სხვებტან შედარებით 30%-ით მეტი იმუნოგლობულინებია, შესაბამისად მათი იმუნიტეტი ძლიერია მეტად. მამაკაცებში გამომუშავდება დიდი რაოდენობით ტესტოსტერონი, რომელიც ამაგრებს ძვლებს და ხელს უწყობს დიჰიდროეპიანდროსტერონის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ძუძუს კიბოს მქონე ქალებში რეგულარული სექსის შემთხვევაში, რეაბილიტაციის პროცესი მეტად წარმატებული და სწრაფია.

მუდამ კარგი ხასიათი – სექსი და საყვარელ მამაკაცთან სიახლოვე ბუნებრივი ანალგეტიკია, არანაირი ტკივილი და კარგი ხასიათი. ამასთან სექსის დროს იმატებს სასქესო ჰორმონების რაოდენობა და იხსნება დეპრესია.